ესპანურ და ფრანგულ პრესაშიც კიდევ ერთხელ დაიწერა, რომ ლეო მესის პსჟ-ში ადაპტაცია უჭირს. ამის შესახებ არგენტინელს უახლოესი მეგობარი ფეხბურთელებისთვის უთქვამს: სერხიო ბუსკეტსისთვის და ჟორდი ალბასთვის. და რაც მთავარია, ჩავისაც ესაუბრა. მესი რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში იყო და იაპონურ რესტორანში კატალონიელთა მწვრთნელთან ერთად ივახშმა. ჩავი 42 წლის იუბილეს აღნიშნავდა. El Confidencial წერს, რომ მესის პარიზში უჭირს...
