ჭდე: ბარსა

Home ბარსა
მესი და პარიზი: შეგუება არ გამოდის…
ჩანაწერი

მესი და პარიზი: შეგუება არ გამოდის…

ესპანურ და ფრანგულ პრესაშიც კიდევ ერთხელ დაიწერა, რომ ლეო მესის პსჟ-ში ადაპტაცია უჭირს. ამის შესახებ არგენტინელს უახლოესი მეგობარი ფეხბურთელებისთვის უთქვამს: სერხიო ბუსკეტსისთვის და ჟორდი ალბასთვის. და რაც მთავარია, ჩავისაც ესაუბრა. მესი რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში იყო და იაპონურ რესტორანში კატალონიელთა მწვრთნელთან ერთად ივახშმა. ჩავი 42 წლის იუბილეს აღნიშნავდა. El Confidencial წერს, რომ მესის პარიზში უჭირს...

რატომ ობა?
ჩანაწერი

რატომ ობა?

კითხვები, პროცედურები, მეილზე გადაგზავნა-გამოგზავნები… დასრულდა: „ბარსელონამ“ პიერ-ემერიკ ობამეიანგი გადაიბირა. მოხდა ისე, რომ ობამეიანგსა და ლონდონის „არსენალს“ შორის კონტრაქტი შეწყდა ორმხრივი შეთანხმებით, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა და დანარჩენი „ბარსასთან“ მცირე დეტალების გარკვევაღა იყო. კონტრაქტი 2025 წლამდე გაფორმდა, გასაშვები თანხა კი 100 მილიონი ევროა. ობამეიანგის ისტორია ბევრმა კი იცის, მაგრამ მოკლედ მაინც ვთქვათ: „არსენალის“ კაპიტანი იყო. დისციპლინარული...

მესი ხელს აღარ აწერსო
ჩანაწერი

მესი ხელს აღარ აწერსო

მოლიდინი დიდია. წესით და რიგით, ლეო მესი ახალ კონტრაქტს ხელს დღეს მოაწერს. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ლა ლიგამ მსხვილ საინვესტიციო ფონდთან გააფორმა ხელშეკრულება. ინვესტორთა ფულიდან „ბარსას“ წილი 280 მილიონი ევროა. აქედან 42 მილიონის დახარჯვა კლუბს ხელფასებსა და ტრანსფერებზე შეუძლია, დანარჩენით კი ბიუჯეტში გარღვევა უნდა დააფაროს. გეგმის მიხედვით, კონტრაქტის გაფორმებას ლეოს მამაც დაესწრება. სავარაუდოდ,...

თხათა ჭიდილი
ჩანაწერი

თხათა ჭიდილი

ჩემპიონთა ლიგის „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ გუშინდელი მატჩის (0:2) შემდეგ, კლუბების პრეს სამსახურებმა ერთმანეთში რამდენიმე „შეტყობინება“ გაცვალეს. თავდაპირველად, „ტვიტერზე“ „ბარსელონამ“ ლეო მესის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა – მოხარული ვართ, რომ თქვენს სტადიონზე თხა (ინგლისურად GOAT) იხილეთ. კატალონიელთა GOAT-ს სხვა დატვირთვა ჰქონდა ეს აბრევიატურა იშიფრება როგორც Greatest Of All Time (ყველა დროის უდიდესი). „ბებერი ქალბატონების“...

დამშვიდობება ტელეფონით და ფარული ფავორიტი
ჩანაწერი

დამშვიდობება ტელეფონით და ფარული ფავორიტი

წლევანდელ ლა ლიგას, სავარაუდოდ, ცოტა მეტი ინტრიგა ახლავს, ვიდრე გასულს. გუნდი, რომელმაც დიდი პრობლემებით და 16 ფრით მესამე ადგილამდე ააღწია, მთელი სეზონი საკუთარი სტილის ერთგული იყო. დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ დაცვაში კედლად იდგა და მხოლოდ მაშინ რისკავდა, როცა გოლის გატანა აუცილებელი იყო. „ენფილდზე“ ლივერპულელთა ძლევის შემდეგ „ატლეტიკო“ გიმნაზისტად მონათლული ნეგელსმანის „ლაიფციგთან“ ვერას გახდა – გერმანელებმა მატჩის...

დემბელე+80 მლნ.=ნეიმარი
ჩანაწერი

დემბელე+80 მლნ.=ნეიმარი

ძალიან მარტივი ფორმულაა, რომლის ავტორებიც ფრანგული პსჟ-ის ხელმძღვანელები არიან. ეს ხალხი, როგორც სრულიად საფეხბურთო სამყარო, დაღალა „ბარსელონას“ უშედეგო მცდელობებმა, არადა ლეო მესი ნეიმარის ტრანსფერს კატეგორიულად ითხოვს. ბარსელონელებს ნეიმარის საყიდელი ფული არ აქვთ და იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ მის შესაძლო ტრანსფერში „ხურდად“ ესპანური კლუბის რომელიმე ფეხბურთელიც იქნებოდა ჩართული. აქ კი თავად პარიზელებმა აარჩიეს სამიზნე და თუ პრეზიდენტ...

მთავარია მარიფათი
ჩანაწერი

მთავარია მარიფათი

ესპანეთის სუპერთასის გათამაშების ახალმა ფორმატმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. როგორც წესი, ტიტულს ორი გუნდი შინ და გასვლით სისტემით ათამაშებდა. ცვლილება საუდეთიდან მიღებულმა მაცდურმა წინადადებამ განაპირობა – ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია 4 წელიწადში გარანტირებულ 120 მილიონ ევროს მიიღებს, სუპერთასი კი 4 საუკეთესო გუნდს შორის ნახევარფინალებისა და ფინალის სისტემით გათამაშდება. არაბთა მიერ ნაოცნებარი სუპერფინალი „რეალი“-„ბარსა“ არ შედგა. ქომაგებმა...

ბარსა – რეალი მოგვარდა…
ჩანაწერი

ბარსა – რეალი მოგვარდა…

18 დეკემბერს, ბავშვებმა პოპკორნი და კოკა-კოლა, უფროსებმა ლუდი და მისაყოლებელი შეუძლიათ მოიმარაგონ. 2019 წლის ბოლოს დიდი ვნებათაღელვა იქნება – „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ მადრიდის „რეალს“ მიიღებს. ლა ლიგისა და ზოგადად საფეხბურთო სამყაროსთვის ეს უმნიშვნელოვანესი ჯახი დეკემბრამდე გაცილებით ადრე, 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ საქმეში პოლიტიკა ჩაერია და ელ-კლასიკოც გაურკვეველი ვადით გადაიდო. ბარსელონაში კვლავ იხეთქა კატალონიის დამოუკიდებლობისთვის...