18 დეკემბერს, ბავშვებმა პოპკორნი და კოკა-კოლა, უფროსებმა ლუდი და მისაყოლებელი შეუძლიათ მოიმარაგონ. 2019 წლის ბოლოს დიდი ვნებათაღელვა იქნება – „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ მადრიდის „რეალს“ მიიღებს.
ლა ლიგისა და ზოგადად საფეხბურთო სამყაროსთვის ეს უმნიშვნელოვანესი ჯახი დეკემბრამდე გაცილებით ადრე, 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ საქმეში პოლიტიკა ჩაერია და ელ-კლასიკოც გაურკვეველი ვადით გადაიდო. ბარსელონაში კვლავ იხეთქა კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მუხტმა, ათიათასობით ადამიანი ქუჩაში საპროტესტოდ გავიდა, რასაც ტრადიციულად პოლიციასთან შეტაკება და დიდი არეულობა მოჰყვა. მაღაზიების თუ ბარ-რესტორნის ჩამსხვრეული ვიტრინების და ათობით დამწვარი მანქანის ფონზე, კატალონიის დედაქალაქში „რეალთან“ დაპირისპირება დამატებითი თავის ტკივილი იყო. ჰოდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამაც გონივრული გადაწყვეტილება მიიღო.
ახლა კი მატჩის გამართვის თარიღიც გაცხადდა. 18 დეკემბერზე ორივე გუნდის უფროსობა თანახმაა. ისე, ლა-ლიგის ხელმძღვანელობას 4 დეკემბერი ჰქონდა შერჩეული, მაგრამ ფედერაციამ აღარ გაამწვავა და კატალონიურ-მადრიდული კლუბების წინააღმდეგ არ წავიდა.
შეგახსენებთ, წინა სეზონში „ბარსელონამ“ „რეალი“ ორივე მატჩში – 5:1 და 1:0 დაიბრიყვა. მიმდინარე სეზონში, ჯერჯერობით „ბარსელონა“ 19 ქულით ლიდერობს, „რეალი“ კი ერთით ნაკლებით კვალში უდგას.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
