მოლიდინი დიდია. წესით და რიგით, ლეო მესი ახალ კონტრაქტს ხელს დღეს მოაწერს. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ლა ლიგამ მსხვილ საინვესტიციო ფონდთან გააფორმა ხელშეკრულება.
ინვესტორთა ფულიდან „ბარსას“ წილი 280 მილიონი ევროა. აქედან 42 მილიონის დახარჯვა კლუბს ხელფასებსა და ტრანსფერებზე შეუძლია, დანარჩენით კი ბიუჯეტში გარღვევა უნდა დააფაროს.
გეგმის მიხედვით, კონტრაქტის გაფორმებას ლეოს მამაც დაესწრება. სავარაუდოდ, მესი „გამპერის თასზე“ ტურინის „იუვენტუსთან“ მატჩზე მაყურებლის რანგში მივა და ქომაგებს სიტყვით მიმართავს.
P.S. ეს ინფორმაცია უკვე მზად იყო, როცა ბარსელონადან დაიქუხა – ხელმოწერა გამოირიცხაო. არადა, გუშინ საღამოს ავტორიტეტული ესპანური მედია სწორედ კონტრაქტის გაფორმების მოლოდინში იფშვნეტდა ხელებს. მესის წასვლით ფინანსური ზარალი მიადგება არამხოლოდ „ბარსელონას“, არამედ ლიგის ყველა კლუბს – პარტნიორები უკვე ფეხს ითრევენ. კულისებში პსჟ და „სიტი“ ახსენეს მესის კონტექსტში, მაგრამ კითხვის ნიშნები იმდენია, გადაჭრით ვეღარაფერს იტყვი.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
