მადრიდის „რეალისა“ და ბელგიის ნაკრების ვარსკვლავმა ედენ აზარმა აღიარა, რომ ბავშვობაში „არსენალის“ დიდი ქომაგი იყო, მაგრამ შემდეგ ბედის ირონიით, წლების განმავლობაში „მეთოფეთა“ კონკურენტის, „ჩელსის“ ღირსებას იცავდა.
„ჩელსიში“ შვიდ წელიწადს ვითამაშე და საქვეყნოდ არ დავიწყებ ყვირილს, თუმცა ბავშვობაში „არსენალისა“ და ტიერი ანრის დიდი ქიმაგი ვიყავი. ახლა ის ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს“, – თქვა აზარმა ინგლისურ პრესასთან საუბრისას.
ოთხშაბათს აზარმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებისადმი მიმართვა გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
