„სქაი სპორტის“ მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად მასიმილიანო ალეგრისა და „მილანს“ შორის ტექნიკური ხასიათის გაუგებრობაა. ლივორნოელი მწვრთნელი, რომელმაც „ნაპოლისთან“ ორწლიანი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა, ახალ კლუბთან ხელშეკრულებას ოფიციალურად ჯერ ვერ აფორმებს.
პრობლემა უცნაურია: ამ ეტაპზე „მილანის“ ხელმძღვანელთა შორის არ არის პირი, რომელსაც ალეგრის კლუბიდან გაშვების საკითხი ეხება. მილანურ კლუბს გარდამავალი პერიოდი აქვს. მისი მეპატრონე, ამერიკელი ბიზნესმენი ჯერი კარდინალე მეტწილად არ არის იტალიაში, მისი მოხელთება ძნელია, სხვა პასუხისმგებელი პირი კი არ ჩანს.
ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციომ „სპეჩიალე კალჩომერკატოსთან“ საუბრისას თქვა: „რამდენადაც ვიცი ალეგრიმ „მილანთან“ კონტრაქტი ვერ გაწყვიტა და შესაბამისად „ნაპოლისთან“ ხელშეკრულებას ხელს ვერ აწერს. დღეს „მილანში“ არ არის ადამიანი, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს. კლუბის მიმდინარე საკითხებს მასიმო კალველი აგვარებს, მაგრამ ის ფეხბურთის კაცი არ არის, არადა კლუბს პროცესების სამართავად სწორედ ფეხბურთის კაცი სჭირდება. ბოლოს და ბოლოს ახლა სატრანსფერო ბაზრის პერიოდია და „კლუბს“ ბევრი აქვს სამუშაო“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
