„სქაი სპორტის“ მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად მასიმილიანო ალეგრისა და „მილანს“ შორის ტექნიკური ხასიათის გაუგებრობაა. ლივორნოელი მწვრთნელი, რომელმაც „ნაპოლისთან“ ორწლიანი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა, ახალ კლუბთან ხელშეკრულებას ოფიციალურად ჯერ ვერ აფორმებს. პრობლემა უცნაურია: ამ ეტაპზე „მილანის“ ხელმძღვანელთა შორის არ არის პირი, რომელსაც ალეგრის კლუბიდან გაშვების საკითხი ეხება. მილანურ კლუბს გარდამავალი პერიოდი აქვს. მისი მეპატრონე, ამერიკელი ბიზნესმენი...
ჭდე: მასიმილიანო ალეგრი
ალეგრი მილანში წავიდა
მასიმილიანო ალეგრი „მილანის’’ ახალი მწვრთნელია. მან სერჟიო კონსეისაო შეცვალა. კლუბსა და ფეხბურთის ლივორნოელ სპეციალისტს შორის შეთანხმება შედგა. ალეგრის „როსონერი’’ ადრეც გაუწვრთნია: 2010 წლის ზაფხულიდან 2014 წლის იანვრამდე. როგორც იტალიური წყაროები იტყობინებიან, გარიგებაში გადამწყვეტი როლი მილანელთა ახალმა სპორტულმა დირექტორმა ალბანელმა ვეტერანმა იგლი ტარემ ითამაშა. ის პირადად შეხვდა „კალიარისა’’ და „იუვენტუსის’’ ყოფილა თავკაცს და საქმე მოაგვარა. გუშინ...
საშიში მსაჯები
მართალია „ნაპოლის” კარს უკვე სერია A-ს მომდევნო თამაში მოადგა, მაგრამ ლაპარაკი ბოლო შეხვედრაზე, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა „იუვენტუსი” 2:1 დაამარცხა, არ წყდება. რადიო Kiss Kiss-ის ჟურნალისტი კარლო ალვინოც გასული შეხვედრის თემას დაუბრუნდა. მან „ბებერი ქალბატონის” მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომი გამონათქვამები გაიხსენა და შეაფასა: „მაშ, „იუვენტუსი” გამარჯვებას იმსახურებდა? მაშ, ალეგრი ამბობს, რომ მისმა გუნდმა „ნაპოლიზე” მეტი...
ალეგრი: კვარას დარტყმული უხიფათო იყო
„დღეს ჩემმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს. პირველ ტაიმშივე გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ისინი ვერ გამოვიყენეთ. ჩემი ახალგაზრდა ფეხბურთელების ზრდის პროცესისთვის ასეთი წარუმატებლობის გადატანა ნორმალურია. ისინი ამ გზით უფრო დიდ ბალანსს მიაღწევენ. რაც უფრო მნიშვნელოვან მატჩებში მიიღებენ გამოცდილებას, მით უკეთესია. იმავდროულად უნდა გითხრათ, რომ ჩემი გუნდი კარგად თამაშობს. ის ცხრილში მეორე ადგილზეა და წინ კიდევ 11 თამაში...
ალეგრიმ სან სიროზე ტრადიციული ისტერიკა მოაწყო
ეს მასიმილიანო ალეგრის პირველი შოუ არ იყო. ალბათ, არც ბოლო. მიუხედავად იმისა, რომ წუხელ „სან სიროზე” მისი „იუვენტუსი” მასპინძელ „მილანს” 1:0-ს უგებდა და საბოლოოდ მოუგო კიდეც, მან ბოლო წუთებზე მაინც მოაწყო ისტერიკა, წიხლი ურტყა სარეკლამო დაფას, ისროლა წყლის ბოთლები, იყვირა, ჯერ თავისი პიჯაკი დაანაცხ მიწაზე, მერე კი ჰალსტუხი. მიზეზი? მწვრთნელმა როგორც ყოველთვის ჩათვალა, რომ შეხვედრის...
ჯიუნტოლი: ალეგრის ბადალი არ ჰყავს
„დიდ შედეგებს რომ მიაღწიო, ნიჭი და დისციპლინა გჭირდება. ამ ორი თვისებით კი ის ყველას სჯობია”, — ეს სიტყვები „იუვენტუსის” ახლმა (და „ნაპოლის” ყოფილმა) სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ „ბებერი ქალბატონის” მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის შესახებ თქვა, შემდეგ კი დასძინა: „გასული სეზონი განსაკუთრებით რთული იყო. ასეთ დროს კი „იუვეს” ამოცანებს თავს მხოლოდ ალეგრის კალიბრის ფიგურა თუ გაართმევდა. მას...
ჯიუნტოლის უსიამოვნო სტუმრობა
ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსიდან” გაუშვეს, ყიდიან. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტურინულმა კლუბმა 36 წლის ვეტერანთან დაკავშირებით, რომელიც „ბებერ ქალბატონს” 13 წელი ერთგულად ემსახურა. ამ 13 წლის განმავლობაში იყო ერთი წელიწადი, როდესაც ბონუჩი „მილანში” გამოდიოდა. და აი, გამოცდილი მცველი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში აღარ შედის. „იუვეს” ახალი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი და მისი მარჯვენა ხელი ჯოვანი მანა გუშინ ბონუჩის...
იტალიაში ჩემპიონები ხდებიან და მიდიან
ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი” ჩემპიონი გახადა და მიდის. ასეთი რამ — ჩემპიონი მწვრთნელის გუნდიდან წასვლა — იტალიაში პირველად არ ხდება. „ილ მატინო” წერს, რომ ეს მეჩვიდმეტე შემთხვევაა და დასძენს, მსგავსი რამ მარტო ადრეულ ეპოქაში კი არა, ბოლო ოცი წლის განმავლობაშიც ბევრჯერ მომხდარაო. ნეაპოლური დილის გაზეთი იხსენებს ფაბიო კაპელოს, რომელმაც 1996 წელს „მილანს” სკუდეტო მოაგებინა და დატოვა....
ადანი: ინძაგი ალეგრისთან შედარებით კრუიფია
დანიელე ადანი ყოფილი იტალიელი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის განმავლობაში ითამაშა „ბრეშაში”, „ფიორენტინაში”, „ინტერსა” და სხვა კლუბებში, „სკაუადრა აძურაში” 5 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ინგლისის ნაკრებთან. კარიერის დასრულების შემდეგ ადანიმ ქვედა დონეებზე სცადა მწვრთნელობა, შემდეგ კი ტელეკომენტატორის საქმეს მიაგნო და დღემდე ეკრანზეა. ვეტერანი მცველი თამამ გამოთქმებს არ ერიდება. ასე მაგალითად, მან ლეო მესი ქრისტეს შეადარა, თქვა, რომ...
როგორც იქნა მოიგეთ
„ყოჩაღ, თქვენ სკუდეტოს მოგება მოახერხეთ”, — ეს სიტყვები, „იუვენტუსის” თავკაც მასიმილიანო ალეგრის ეკუთვნის. ასე, ირონიულად მიმართა იტალიის ექვსგზის ჩემპიონმა მწვრთნელმა („მილანი”, „იუვენტუსი”) 23 აპრილს, „ალიანც სთედიუმზე”, „ნაპოლის” სათადარიგოთა სკამს. შეხვედრა იყო დაძაბული, დრამატული. გაიმარჯვეს სტუმრებმა 1:0. ამ მოგებით „ნაპოლიმ” ფაქტობრივად გაინაღდა სერია A-ს ჩემპიონის წოდება, „შავ-თეთრების” ბანაკს კი დარჩა შთაბეჭდილება, რომ მეტოქემ უსამართლოდ გაიმარჯვა. ალეგრის...









