მასიმილიანო ალეგრი „მილანის’’ ახალი მწვრთნელია. მან სერჟიო კონსეისაო შეცვალა. კლუბსა და ფეხბურთის ლივორნოელ სპეციალისტს შორის შეთანხმება შედგა. ალეგრის „როსონერი’’ ადრეც გაუწვრთნია: 2010 წლის ზაფხულიდან 2014 წლის იანვრამდე.
როგორც იტალიური წყაროები იტყობინებიან, გარიგებაში გადამწყვეტი როლი მილანელთა ახალმა სპორტულმა დირექტორმა ალბანელმა ვეტერანმა იგლი ტარემ ითამაშა. ის პირადად შეხვდა „კალიარისა’’ და „იუვენტუსის’’ ყოფილა თავკაცს და საქმე მოაგვარა. გუშინ მან ალეგრის აგენტთანაც დაასრულა მუშაობა.
მხარეებმა ხელშეკრულებას ხელი წუხელ მილანის ცენტრში, კორსო მაჯენტაზე მოაწერეს. ხელმოწერას „როსონერის’’ დირექტორი ჯორჯო ფურლანიც ესწრებოდა. მხარეებმა გადაწყვიტეს ამ ეტაპზე რაიმე განცხადებისგან თავი შეეკავებინათ.
აქამდე ისე ჩანდა, რომ ალეგრი „ნაპოლის’’ თავკაცი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ბოლო დღეებში საქმეში „როსონერი’’ ჩაერია და ვითარება შემოტრიალდა. ცნობილი გახდა, რომ მხარეები სამწლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მწვრთნელის გასამრჯელო იქნება წელიწადში 5 მილიონი ევრო.
ალეგრის ბანაკში იმუშავებენ მისი ყოფილი იუვენტუსელი ფეხბურთელი სიმონე პარდონი და მუდმივი ასისტენტი მარკო ლანდუჩი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
