დანიელე ადანი ყოფილი იტალიელი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის განმავლობაში ითამაშა „ბრეშაში”, „ფიორენტინაში”, „ინტერსა” და სხვა კლუბებში, „სკაუადრა აძურაში” 5 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ინგლისის ნაკრებთან. კარიერის დასრულების შემდეგ ადანიმ ქვედა დონეებზე სცადა მწვრთნელობა, შემდეგ კი ტელეკომენტატორის საქმეს მიაგნო და დღემდე ეკრანზეა. ვეტერანი მცველი თამამ გამოთქმებს არ ერიდება. ასე მაგალითად, მან ლეო მესი ქრისტეს შეადარა, თქვა, რომ...
ჭდე: მასიმილიანო ალეგრი
როგორც იქნა მოიგეთ
„ყოჩაღ, თქვენ სკუდეტოს მოგება მოახერხეთ”, — ეს სიტყვები, „იუვენტუსის” თავკაც მასიმილიანო ალეგრის ეკუთვნის. ასე, ირონიულად მიმართა იტალიის ექვსგზის ჩემპიონმა მწვრთნელმა („მილანი”, „იუვენტუსი”) 23 აპრილს, „ალიანც სთედიუმზე”, „ნაპოლის” სათადარიგოთა სკამს. შეხვედრა იყო დაძაბული, დრამატული. გაიმარჯვეს სტუმრებმა 1:0. ამ მოგებით „ნაპოლიმ” ფაქტობრივად გაინაღდა სერია A-ს ჩემპიონის წოდება, „შავ-თეთრების” ბანაკს კი დარჩა შთაბეჭდილება, რომ მეტოქემ უსამართლოდ გაიმარჯვა. ალეგრის...
მელოტო განავალო, შენს გულს შევჭამ!
„იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ, ტურინში, „ალიანც სთედიუმის” გამოსასვლელში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. გამარჯვებული „ნაპოლის” მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის შეხვდა დამარცხებული „იუვეს” თავკაცის მასიმილიანო ალეგრის თანაშემწე მარკო ლანდუჩი და როგორც „ლა სტამპა” წერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლანდუჩი სავარაუდოდ მსაჯობით იყო უკმაყოფილო და როგორც შეხვედრის დელეგატმა თავის ოფიციალურ მოხსენებაში აღნიშნა სპალეტის ასე მიაძახა: „მელოტო მძღ…ო, იცოდე შენს გულს...
ალეგრი — ორი მოტივირებული გუნდის შეხვედრა
დღეს ტურინის „ალიანც სტედიუმზე” „იუვენტუსი” „ნაპოლის” მასპინძლობს. ეს იქნება სერია A-ს 31-ე ტურის შეხვედრა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ტურინელებს 16 ქულით უსწრებს. გასული კვირა შავ-ლურჯებისთვის მნიშვნელოვანი ამბებით იყო დატვირთული. უპირველეს ყოვლისა, გუნდს დაუბრუნეს ჩამორთმეული 15 ქულა, რის წყალობითაც მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და „ლაციოს” მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. ამას დავუმატოთ, რომ გუშინ რომაელებმა შინ წააგეს „ტორინოსთან”,...
გამარჯვებული ალეგრის მძვინვარება
მილანში, „სან სიროზე”, „იუვენტუსმა” „ინტერს” 1:0 მოუგო, რის გამოც „ინტერმა” მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერს, „ნაპოლის” უკვე 21 ქულით ჩამორჩება. მეორეზე „ლაციოა”, რომელმაც დედაქალაქის დერბიში „რომას” 1:0 მოუგო. „ნაპოლი” „ლაციოს” 19 ქულით უსწრებს. „ინტერისა” და „იუვეს” შეხვედრაში ერთადერთი გოლი სერბმა ფილიპ კოსტიჩმა გაიტანა. მას პასი ფრანგმა ადრიენ რაბიომ მიაწოდა, თუმცა ეპიზოდმა დავა გამოიწვია. მასპინძელთა...
სპალეტი: ქუდის დახურვას და ყალბი წვერის გაკეთებას აზრი არ აქვს
დღეს, შუაღამეს 15 წუთი რომ დააკლდება, სერია A-ში დიდი მატჩია: „ნაპოლი” „იუვენტუსს” უმასპინძლებს. შეხვედრის წინ მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა ტრადიციული პრეს-კონფერენციები გამართეს და არც ეგრეთწოდებულ ფსიქოლოგიურ თამაშებზე თქვეს უარი. ასე მაგალითად, „იუვენტუსის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ფავორიტი „ნაპოლია” და გამარჯვება „აძურისთვის” უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი გუნდისთვის. ჩვენი პროგრამა მინიმუმი მეოთხე ადგილზე გასვლააო. ამის პასუხად „ნაპოლის”...
სად დაბრუნდა, ნაგავში?
„რომას“ ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ამ სეზონში „იუვენტუსის“ თამაშის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ: „მაქსი ალეგრი ამბობს, რომ ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ და მინიმალური მიზანი მეოთხე ადგილია. ეს ტყუილია, რომელიც ძალიან მაღიზიანებს. მან შესანიშნავად იცის, რომ „იუვენტუსი“ და „ინტერი“ ლიგაში საუკეთესო გუნდები არიან და სკუდეტოსთვის იბრძოლებენ. შეიძლება ხედვებში განსხვავება გვქონდეს, მაგრამ თუ მოტყუებას დამიპირებთ, სათანადოდ...
კასანო: იტალიური ფეხბურთი ნაგავია
ანტონიო კასანო ხშირად აკეთებს მკვახე განცხადებებს და ამბობს, რომ ვერ იტანს მშიშარა მწვრთნელებს და ასეთებს ეძახის მათ, რომლებიც უფრო დაცვაზე აკეთებენ აქცენტს. „იტალიური ფეხბურთი ნაგავია. მე ვამბობ კაპელოსა და ალეგრის ფეხბურთზე. ასევე სიმეონეზეც. საბედნიეროდ, ასეთი სტილი ნელ-ნელა არქივში მიდის, მაგრამ იტალიაში მაინც ბევრი მისდევს და ეს ცუდია. გამონაკლისებიც არიან, მაგალითად, მომწონს გასპერინი და მანჩინი. …რა...
ჩემპიონობა? შანსი არ გვაქვს
„იუვენტუსის“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ იტალიის ჩემპიონი ამ სეზონში ვერ გახდება. თავს იზღვევს, ეშმაკობს თუ გულწრფელია 54 წლის სპეციალისტი, აბა, რა გითხრათ… „ტიტულისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ. ვფიქრობ, სკუდეტოს მოსაგებად 85 ქულაა საჭირო, ჩვენ კი ამდენს ვერ ვაგროვებთ. გასულები ვართ იტალიის თასის ნახევარფინალში, სადაც „ფიორენტინას“ ვხვდებით. ასევე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვილიარეალის“ ბარიერი უნდა გადავლახოთ, ხოლო ყოველწლიურად...
ძალიან ბებერი ქალბატონი
„იუვენტუსი“ ძალასა და საკუთარი თავის რწმენას კარგავს. „ბებერი ქალბატონი“ ყოველი ტურის შემდეგ შორდება სერია A-ს მწვერვალს. გაჩნდა საშიშროება, რომ იტალიის ყველაზე საყვარელი და საძულველი კლუბი გაისად შეიძლება ჩემპიონთა ლიგის გარეშეც კი დარჩეს. შაბათს, „იუვემ“ მე-16 ადგილზე მყოფ „ვენეციასთან“ 1:1 ითამაშა. შედეგად, მასიმილიანო ალეგრის გუნდი „ნაპოლის“ 8 ქულით ჩამორჩება. „ნაპოლი“ მეოთხე ადგილზეა. გულშემატკივრებს განსაკუთრებით არ მოსწონთ...









