„იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს შემდგომი ცხოვრება სენსაციური მარცხით დაიწყო — „ბებერმა ქალბატონმა“ შინ, სერია A-ში ახალდაბრუნებულ „ემპოლისთან“ 0:1 წააგო. პორტუგალიელის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის მეორე დღეს, „იუვემ“ ემპოლელი ლეონარდო მანკუზოს მიერ პირველი ტაიმის 21-ე წუთზე გატანილ გოლს ვერ უპასუხა. ტურინელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ მისმა ფეხბურთელებმა რონალდუს წასვლაზე ფიქრს თავი უნდა დაანებონ და ყურადღება მოიკრიბონ, რათა...
ჭდე: მასიმილიანო ალეგრი
რეალი. ალეგრი. გალაქტიკოსი
აღარაა საიდუმლო, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანი „რეალიდან“ წავა. მის შემცვლელად მასიმილიანო ალეგრის და რაულის კანდიდატურები განიხილება. ზოგი წყაროს თანახმად პრიორიტეტულად იტალიელის ვარიანტი ითვლება. 53 წლის ალეგრის „იუვენტუსში“ და „მილანში“ მუშაობის გამოცდილება აქვს და ტოპ-სპეციალისტად ითვლება. მას ახლაც აქვს შეთავაზებები იტალიური კლუბებისგან, თუმცა მზად არის „რეალი“ ჩაიბაროს. როგორც ამბობენ, წინა კვირაში ის მადრიდული კლუბის...
ფეხბურთელებისთვის გასულ შაბათს უთქვამს
„მარკა” ადასტურებს: ზინედინ ზიდანს თავისი ფეხბურთელებისთვის უკვე ნათქვამი აქვს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან მიდის. ეს ამბავი გასულ შაბათს, 8 მაისს მომხდარა. ლა ლიგაში „სევილიასთან” თამაშის (2:2) წინა დღეს, ვარჯიშის შემდეგ. იმ კვირაში „რეალი” „ჩელსისთან” დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ჟურნალისტები იხსენებენ, რომ 8 მაისის პრეს-კონფერენცია უჩვეულოდ გვიან დაიწყო და ახლა ნათელია, რომ დაგვიანების მიზეზი...
ზიდანი თითქმის წასულია
სწორედ ამგვარ დასკვნას აკეთებენ მედიასაშუალებები, რომლებსაც “რეალის” კულუარებზე წვდომა აქვთ. ფრანგი გუნდიდან იმის მიუხედავად წავა, რომელ ადგილს დაიკავებ გუნდი პრიმერაში. ეს უმთავრესად იმის ბრალია, რომ ზიდანი ფლორენტინო პერესის მხარდაჭერას ვერ გრძნობს. დირექტორთა საბჭოს წევრებს გაუჭირდებათ, ის დარჩენაზე დაიყოლიონ. უკვე იმასაც ამბობენ, რომ ზიზუს ანდრეა ანიელიმ მოუსინჯა კბილი და ანდრეა პირლოს წასვლის შემდეგ “იუვენტუსის” გაძღოლას სთავაზობს....
მანჩინიმ წერტილი დასვა
იტალიის ნაკრების დამრიგებელმა რობერტო მანჩინიმ საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: „მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების მწვრთნელი აღარ ვიქნები. ვაპირებ, საკლუბო მწვრთნელის რანგში გავაგრძელო კარიერა. ვინ შეიძლება ჩაიბაროს ნაკრები? შესაძლოა, ანჩელოტიმ, ალეგრიმ ან გასპერინიმ ითავონ ეს საქმე.” მანჩინიმ 2018 წელს ჩაიბარა ნაკრები და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ათიდან ათი მოგებით დაასრულა. ჯამში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 21-მატჩიანი...
ტუხელს ალეგრის სუნთქვა ესმის
ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ გერმანელ მწვრთნელ ტომას ტუხელს წყალი შეუდგა. გუნდი ვერც ევროტურნირებზე აჩვენებს საჭირო თამაშს და ვერც შინაურ პირველობაზე. მართალია პსჟ პირველ ადგილზეა, მაგრამ ხელმძღვანელობა ხარისხით არის უკმაყოფილო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზელები ტუხელთან კონტრაქტს სეზონის ბოლოს ვადამდე გაწყვეტენ, ხოლო მის ნავლად გუნდში მასიმილიანო ალეგრის მიყვანენ. იტალიელ სპეციალისტზე თვალი მილანის „ინტერსაც“ აქვს დადგმული, მაგრამ მთავარ პრეტენდენტად...
სულშერი მანიუდან ციხეში?
სულ 38 წუთი დასჭირდა ხოსეპ გვარდიოლას „სიტის“, რომ ოლე-გინარ სულშერის „მანჩესტერისთვის“ მისსავე „ოლდ ტრაფორდზე“ ბოლო 23 წელიწადში უმწვავესი ალიყური აეწნა. ნორვეგიელი მწვრთნელი მოხსნასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა, თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, კლუბიდან გაშვება ტკბილ სიზმრად მოეჩვენოს. სულშერს სერიოზული პრობლემები შეექმნა მისსავე სამშობლოში. როცა 2018 წელს ნორვეგიის საგადასახადოში დეკლარაცია წარადგინა, „მანიუსთან“ მსუყე კონტრაქტი ჯერ არ ჰქონდა...
წადი! – ითხოვს ხალხი
არსენალის ესპანელი მწვრთნელი უნაი ემერი, შესაძლოა, უახლოეს საათებში გაუშვან გუნდიდან. ბრიტანული პრესა წერს, რომ ემერის უკვე ყველა ფეხბურთელთან გაუფუჭდა ურთიერთობა და მას უკვე ვეღარ იტანენ… ხუთშაბათ საღამოს, აინტრახტთან ევრპა ლიგის 1:2 წაგებული შეხვედრისას ემირეითსის ნახევრადცარიელ სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს ხელში საპროტესტო ბანერები ეჭირათ, რომლებზეც Emery out (ემერი წადი) ეწერა. უმალ ყველას არსენ ვენგერის ბოლო წელიწადი გაახსენდა...
სარი და ქალბატონი
ბოლო ცნობა ასეთია: „ჩელსიმ” მაურიციო სარის „იუვენტუსში” გადასვლის ნება დართო. ამ ინფორმაციას ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დადასტურება, მაგრამ ფაქტია, რომ სარის ტურინულ მისწრაფებებზე ევროლიგის ბაქოური ფინალის წინაც ლაპარაკობდნენ. „სპორტიტალიას” ტრანსფერების ექსპერტმა ალფრედო პედულამ დაწერა, რომ მწვრთნელის აგენტ ფალი რამადანის ამ დღეებში დასავლეთლონდონელთა კლუბის ხელმძღვანელობასთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. „სქაი იტალია” თავის მხრივ ამატებს, რომ თავად სარიმაც...
ოჯახი არ შედგა!
სეზონი მიილია. იტალიურ ტურინში „იუვენტუსის“ მორიგი სკუდეტო თითქოს ცალყბად აღნიშნეს. თუნდაც შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მდევარმა „ნაპოლიმ“ ვერ ივარგა და „ბებერი სინიორას“ უპირატესობა მოსაწყენად კატასტროფული იყო. წარუმატებლად დასრულდა „იუვეს“ მორიგი საჩემპიონთალიგო ლაშქრობაც. არადა, ხომ გახსოვთ, როგორი ეიფორია მოჰყვა გასულ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუს გადაბარგებას ტურინში? სუპერმეგოლის გამოჩენით სარგებელს ერთი კონკრეტული კლუბი კი არა, მთელი ლიგა გამოელოდა. მოვიდა...








