აღარაა საიდუმლო, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანი „რეალიდან“ წავა. მის შემცვლელად მასიმილიანო ალეგრის და რაულის კანდიდატურები განიხილება. ზოგი წყაროს თანახმად პრიორიტეტულად იტალიელის ვარიანტი ითვლება.
53 წლის ალეგრის „იუვენტუსში“ და „მილანში“ მუშაობის გამოცდილება აქვს და ტოპ-სპეციალისტად ითვლება. მას ახლაც აქვს შეთავაზებები იტალიური კლუბებისგან, თუმცა მზად არის „რეალი“ ჩაიბაროს.
როგორც ამბობენ, წინა კვირაში ის მადრიდული კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა და თავისი პროექტი გააცნო. ალეგრის სურს, გუნდში კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ედუარდო კომავინგა, პოლ პოგბა და დავიდ ალაბა იხილოს. ესპანურმა მედიამ პროექტს „ახალი გალაქტიკოსი“ უწოდა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
