არსენალის ესპანელი მწვრთნელი უნაი ემერი, შესაძლოა, უახლოეს საათებში გაუშვან გუნდიდან. ბრიტანული პრესა წერს, რომ ემერის უკვე ყველა ფეხბურთელთან გაუფუჭდა ურთიერთობა და მას უკვე ვეღარ იტანენ…
ხუთშაბათ საღამოს, აინტრახტთან ევრპა ლიგის 1:2 წაგებული შეხვედრისას ემირეითსის ნახევრადცარიელ სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს ხელში საპროტესტო ბანერები ეჭირათ, რომლებზეც Emery out (ემერი წადი) ეწერა. უმალ ყველას არსენ ვენგერის ბოლო წელიწადი გაახსენდა არსენალში, როცა ქომაგებს თითქმის ყოველი მატჩის დროს ეპყრათ ასეთი წარწერიანი ფურცლები. და ლეგენდარული არსენიც წავიდა.
კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი სპორტულმა მიმომხილველმა მარტინ კიოუნმა, აინტრახტთან შეხვედრას „ყველაზე უნიათო წარმოდგენა“ უწოდა, რაც კი მეთოფეების შესრულებით უნახავს.
„სამწუხარო დღეა. ყველა ხედავს, რომ მდგომარეობა ძალიან ცუდადაა. ამიტომ, ჯობს ემერი მალევე წავიდეს, ვიდრე საქმე კიდევ უფრო გაფუჭებულა.“
ვინ შეცვლის ესპანელს? ფავორიტი შვედი ფრედი ლიუნგბერგია, რომელიც ემერის თანაშემწე გახლავთ. ლიუნგბერგი, როგორც იცით, ახლო წარსულში „არსენალში“ თამაშობდა.
ასევე საუბრობენ იტალიელი მასიმილიანო ალეგრის, „ბორნუთისთვის“ უკვე გადაზრდილ ედი ჰოუს და პორტუგალიელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუს კანდიდატურებზე.
უნაი ემერის ამას წინათ უემბლის სტადიონზე, ლონდონის საფეხბურთო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მასტერკლასი უნდა ჩაეტარებინა სამწვრთნელო საქმიანობის თემაზე, მაგრამ ამ სიახლის გაგებისთანავე ერთი ამბავი ატყდა, იმდენი უარყოფითი კომენტარი დაიწერა, რომ ემერის ღონისძიების გაუქმება მოუწია. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ კი სტუდენტები გააფრთხილა: ასეთი დამოკიდებულება თქვენს მომავალ კარიერაზე ცუდად იმოქმედებსო.
p.s. რამდენიმე წუთის წინ „არსენალმა“ გამოაცხადა, რომ უნაი ემერი მწვრთლეის პოსტიდან გატავისუფლებულია და მწვრთნელის მოვალეობას ფრედი ლიუნგბერგი შესარულებს

ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
