„იუვენტუსის“ ესპანელ თავდამსხმელს ალვარო მორატას მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მოკეტეო“ მკვახედ მიაძახა. ეს მოხდა „ჯენოასთან“ შეხვედრაში, რომელიც „ბებერმა ქალბატონმა“ 2:0 მოიგო.
72-ე წუთზე მორატამ „ჯენოას“ საჯარიმოში ხელით ითამაშა. არბიტრმა ესპანელი დააჯარიმა. მორატა აღშფოთდა, თავი ვეღარ მოთოკა და მსაჯს, აგრეთვე მეტოქე გუნდის მცველ დავიდე ბირასკის ლანძღვა დაუწყო, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო.
მასიმილიანო ალეგრიმ ფორვარდის ქცევა სახიფათოდ მიიჩნია — შეეშინდა არ გაეძევებინათ და გუნდი უმცირესობაში არ დარჩენოდა. ამიტომ, მწვრთნელმა ესპანელი მოის კინით შეცვალა.
როდესაც მორატა მოედნიდან გადიოდა, ალეგრიმ მისი დამშვიდება სცადა, მაგრამ ფეხბურთელმა უხეშად უპასუხა. წყვილმა საჯაროდ კამათი დაიწყო, მოედნის კიდესთან განლაგებული მიკროფონებში კი გაისმა როგორ დაიღრიალა ალეგრიმ: „შენ დაჯარიმდი და ამიტომ უნდა მოკეტო!“
„რა დავაშავე, ასეთი?!“ — ყვირილითვე უპასუხა მორატამ.
ხოლო ბედის ირონია ის გახლდათ, რომ ამ ამბიდან ერთ წუთში, ყვითელი ბარათი მოედანზე მორატას ნაცვლად შესულმა კინმაც მიიღო.
მატჩის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე ალეგრიმ მორატა დაიცვა და კონფლიქტის ჩაფარცხვა სცადა.
„მის შეცვლას სულაც არ ვაპირებდი, მაგრამ ვინაიდან გააფრთხილეს, შარს ავარიდე. სალაპარაკო აღარაფერია. ვწუხვარ ასეთი რამ რომ მოხდა. მართალია გოლი არ გაუტანია, მაგრამ ალვარო დიდებულად თამაშობდა“.
ალვარო მორატამ სერია A-ს ბოლო 11 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
