ტუხელს ალეგრის სუნთქვა ესმის

Home კატეგორიის გარეშე ტუხელს ალეგრის სუნთქვა ესმის
ტუხელს ალეგრის სუნთქვა ესმის

We deserve to be here: Thomas Tuchel | CricketSoccerAllegri, maxi-offerte e un mercato top: la Juve ha un piano per il futuro | ilbianconero.comფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ გერმანელ მწვრთნელ ტომას ტუხელს წყალი შეუდგა. გუნდი ვერც ევროტურნირებზე აჩვენებს საჭირო თამაშს და ვერც შინაურ პირველობაზე. მართალია პსჟ პირველ ადგილზეა, მაგრამ ხელმძღვანელობა ხარისხით არის უკმაყოფილო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზელები ტუხელთან კონტრაქტს სეზონის ბოლოს ვადამდე გაწყვეტენ, ხოლო მის ნავლად გუნდში მასიმილიანო ალეგრის მიყვანენ. იტალიელ სპეციალისტზე თვალი მილანის „ინტერსაც“ აქვს დადგმული, მაგრამ მთავარ პრეტენდენტად ფრანგული კლუბი რჩება.

თუმცა, ალეგრის გარდა საუბარია მაურისიო პოჩეტინოზეც. მოკლედ, ტუხელს დიდი ძალისხმევა მოუწევს, რომ პსჟ-ში ადგილი არ დაკარგოს.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.