ბოლო ცნობა ასეთია: „ჩელსიმ” მაურიციო სარის „იუვენტუსში” გადასვლის ნება დართო. ამ ინფორმაციას ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დადასტურება, მაგრამ ფაქტია, რომ სარის ტურინულ მისწრაფებებზე ევროლიგის ბაქოური ფინალის წინაც ლაპარაკობდნენ. „სპორტიტალიას” ტრანსფერების ექსპერტმა ალფრედო პედულამ დაწერა, რომ მწვრთნელის აგენტ ფალი რამადანის ამ დღეებში დასავლეთლონდონელთა კლუბის ხელმძღვანელობასთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. „სქაი იტალია” თავის მხრივ ამატებს, რომ თავად სარიმაც...
ჭდე: მასიმილიანო ალეგრი
ოჯახი არ შედგა!
სეზონი მიილია. იტალიურ ტურინში „იუვენტუსის“ მორიგი სკუდეტო თითქოს ცალყბად აღნიშნეს. თუნდაც შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მდევარმა „ნაპოლიმ“ ვერ ივარგა და „ბებერი სინიორას“ უპირატესობა მოსაწყენად კატასტროფული იყო. წარუმატებლად დასრულდა „იუვეს“ მორიგი საჩემპიონთალიგო ლაშქრობაც. არადა, ხომ გახსოვთ, როგორი ეიფორია მოჰყვა გასულ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუს გადაბარგებას ტურინში? სუპერმეგოლის გამოჩენით სარგებელს ერთი კონკრეტული კლუბი კი არა, მთელი ლიგა გამოელოდა. მოვიდა...
სარიმ თქვა სულ არ მადარდებსო
მასიმილიანო ალეგრი, ზინედინ ზიდანი და ფრენკ ლემპარდი — აი, კანდიდატები, რომლებმაც შეიძლება „ჩელსის” თავკაცის თანამდებობაზე მაურიციო სარი შეცვალონ. სარის საქმე კი ისეა, რომ ინგლისური მას-მედია ერთსულოვნად აცხადებს, „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთანაც” თუ დამარცხდა აუცილებლად მოხსნიანო. გარდა იმისა, რომ „ჩელსის” ბოლოხანს ცუდი შედეგები აქვს — რამაც კლუბის დირექტორატი შეაწუხა — საკუთრივ სარის ფანებთან...
მარად სათადარიგო
კატალონიური პრესა წერს, რომ თუ „რეალი” მაურისიო პოჩეტინიოს ვერ გადაიბირებს, მაშინ მასიმილიანო ალეგრის შესთავაზებს სამსახურს. იტალიელი, რომელიც ამჟამად „იუვენტუსს” უდგას სათავეში „რეალისთვის” კარგი ვარიანტია. მას პოჩეტინიოსთან შედარებით ერთი დიდი პლიუსი აქვს — გამოცდილება. ალეგრის „ბებერი ქალბატონის” თავკაცის რანგში ხუთი „სკუდეტო” აქვს მოგებული. მან „იუვეს” ოთხჯერ ააღებინა ქვეყნის თასი, ხოლო 2015 და 2017 წლებში ტურინელები ჩემპიონთა...
ალეგრი ინგლისურის მასწავლებელთან დადის
რას არ გაიგებს ბრიტანული პრესა: „იუვენტუსის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი გამალებით სწავლობს ინგლისურს. იტალიელმა მწვრთნელმა პრემიერლიგაში გადასვლის ინტერესი დაუფარავად ჯერ კიდევ მარტში გამოთქვა. ამბობენ, რომ 50 წლის სპეციალისტის მთავარი ვარიანტი „არსენალში” გადასვლაა, მაგრამ „ჩელსიც” გვარიანად აქტიურობს. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ალეგრი ერთ ტაქტიკურ სქემას მიჯაჭვული კაცი არ არის და პრემიერლიგაში არც ოთხმცველიანი გუნდის გამოყვანა გაუჭირდება და...
ალეგრიმ იტალიაში თავი ამოწურა
„იუვენტუსის” მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ როდესაც ტურინიდან წავა, შემდეგ სამსახურს იტალიის გარეთ მოძებნის. ალეგრი „იუვეში” 2014 წლიდან მუშაობს, სადაც ზედიზედ სამჯერ შეასრულა დუბლი ანუ გახდა როგორც ჩემპიონი ასევე თასის მფლობელი. ინგლისურ გაზეთებს მოჰყავთ მისი სიტყვები, რომ სანამ ნაკრების სათავეში ჩადგომაზე დაფიქრდება, ხუთ-ექვს წელიწადს ჯერ კიდევ საკლუბო ფეხბურთში გაატარებს. „უეჭველად უცხოეთში წავალ, — თქვა იტალიელმა...




