დანიელე ადანი ყოფილი იტალიელი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის განმავლობაში ითამაშა „ბრეშაში”, „ფიორენტინაში”, „ინტერსა” და სხვა კლუბებში, „სკაუადრა აძურაში” 5 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ინგლისის ნაკრებთან. კარიერის დასრულების შემდეგ ადანიმ ქვედა დონეებზე სცადა მწვრთნელობა, შემდეგ კი ტელეკომენტატორის საქმეს მიაგნო და დღემდე ეკრანზეა.
ვეტერანი მცველი თამამ გამოთქმებს არ ერიდება. ასე მაგალითად, მან ლეო მესი ქრისტეს შეადარა, თქვა, რომ არგენტინელს წყლის ღვინოდ გადაქცევა შეუძლია და ამ ნათქვამით ყველას დაამახსოვრა თავი. ამჯერად კი ადანიმ Bobo TV-ს ეთერიდან „იუვენტუსის” თავკაც მასიმილიანო ალეგრის შეუტია. ეს იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური თამაშის გარჩევისას მოხდა. შეხვედრა მილანელთა გამარჯვებით დამთავრდა 1:0. პირველ მატჩში გუნდებმა 1:1 ითამაშეს.
„სიმონე ინძაგი („ინტერის” მწვრთნელი) ალეგრისთან შედარებით იოჰან კრუიფია, — განაცხადა იშტაზე მოსულმა ადანიმ, — როდესაც თავად ვერ გაგაქვს გოლები, ერთადერთი რამ გრჩება — მეტოქეს უნდა შეუშალო ხელი. იცით, რატომ დამთავრდა ნახევარფინალური შეხვედრა 1:0? იმიტომ, რომ მეორე ტაიმში თავად „ინტერმა” დაიხია უკან (გოლი ფედერიკო დიმარკომ მე-15 წუთზე გაიტანა). მოიქცა ისე, როგორც „იუვე” იქცეოდა საუკეთესო წლებში. ამის გამო მეორე ტაიმში მთელი თამაში სამარცხვინო იყო. „ინტერის” დონის გუნდს ამ მომაკვდავებთან 4:0 უნდა მოეგო”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
