დღეს „ნაპოლის” ქომაგებს „დიეგო მარადონას” სახელობის სტადიონზე ლურჯი მატარებელი მიიყვანს. რასაკვირველია, ეს სტადიონზე მისასვლელად ერთადერთი გზა არ არის და საეჭვოა ჩვენს მკითხველს აინტერესებდეს, კონკრეტულად რომელი მარშრუტით ივლის ეს ახალშეღებილი შემადგენლობა, მაგრამ თავად ფაქტი ადასტურებს, რომ ქალაქში ყველა გაგიჟდა.
მიზეზი გასაგებია: რამდენიმე საათში ლუჩანო სპალეტის გუნდი შესაძლოა 33 წლიანი ლოდინის შემდეგ, ისტორიაში მესამედ გახდეს იტალიის ჩემპიონი. და მთელი იტალიური მედია კამპანიის დედაქალაქში გადაღებული ფოტოების და ვიდეოკადრების გამოქვეყნებით არის დაკავებული. რამდენიმე მათგანს ჩვენც შემოგთავაზებთ.






ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
