საფრანგეთის ლიგა 2-ში 33-ე ტურის შეხვედრები ჩაატარეს გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ და ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“.
„მეცმა“ საკუთარ მოედანზე „პარიზს“ უმასპინძლა. გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგნელობაში იყო. თამაშის დაწყებამდემას მას მარტის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო გადაეცა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, „მეცმა“ წონასწორობა მალე აღადგინა, პარიზელთა კარში დანიშნული პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა და სეზონში თავისი მე-20 გოლი (პლუს 7 საგოლე პასი) გაიტანა.
მიქაუტაძემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ მანამდე არბიტრმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. საბოლოოდ ფრე 1:1 და „მეცმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
ამ ფაქტით კი კარგად ისარგებლა „ბორდომ“, რომელიც სტუმრად „ვალანსიენს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. ზურიკო დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.
33 ტურის შემდეგ „ბორდო“ 62 ქულით მეორე ადგილზეა, „მეცი“ კი მას სამი ქულით ჩამორჩება და 59 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
