თავს იზღვევს, ეშმაკობს თუ გულწრფელია 54 წლის სპეციალისტი, აბა, რა გითხრათ…
„ტიტულისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ. ვფიქრობ, სკუდეტოს მოსაგებად 85 ქულაა საჭირო, ჩვენ კი ამდენს ვერ ვაგროვებთ. გასულები ვართ იტალიის თასის ნახევარფინალში, სადაც „ფიორენტინას“ ვხვდებით. ასევე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვილიარეალის“ ბარიერი უნდა გადავლახოთ, ხოლო ყოველწლიურად ტიტულის მოგება საკმაოდ რთულია“.
არადა, იტალიის სერია A ბოლო ტურებში ისე მიმდინარეობს, გეგონება, გუნდებს ჩემპიონობა არ უნდათო. წინა ტურში ვერც „ნაპოლიმ“ მოიგო, ვერც „მილანმა“ და ვერც „ინტერმა“. ამ ტურშიც „მილანმა“ და „ინტერმა“ ფრედ ითამაშეს… და „იუვე“ მათ ფონზე უკეთესია, მაგრამ მანამდე ჰქონდა დიდი ჩამორჩენა და ნელ-ნელა შეამცირა. ახლა „ბებერი ქალბატონი“ მეოთხე ადგილზეა და 7 ქულით ჩამორჩება ლიდერს.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
