მარსელო ბიელსა „ლიდს იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. როგორც talkSPORT იუწყება, ბიელსამ ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით წუხელ მიიღო, მას მერე, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ შინ 0:4 წააგო.
საშინელი სტატისტიკაა: „ლიდსმა“ ბოლო ხუთ შეხვედრაში 20 გოლი გაუშვა და პრემიერლიგის ცხრილში მე-16 ადგილზეა. არგენტინელი მწვრთნელი გუნდს გასავარდნი ზონის სიახლოვეს ტოვებს. „ლიდსი“ მე-18 ადგილზე მყოფ „ბარნლის“ მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.
მარსელო ბიელსა „ლიდს იუნაიტედს“ სამწელიწადნახევარზე მეტხანს ედგა სათავეში.
რამდენადაც ცნობილია, კლუბი „ლაიფციგისა“ და „ზალცბურგის“ ყოფილ მწვრთნელს, ამერიკელ ჯესი მარშს უპირებს დაქირავებას.
ბიელსამ „ლიდსი“ 2018 წელს ჩაიბარა და 2019-20 წლების სეზონში პრემიერლიგაში გადაიყვანა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
სიახლეები16/09/2026 | 08:49ტოპმიოლერი გააგდეს!
მთავარი ამბავი16/09/2026 | 07:26შერეული შთაბეჭდილება დატოვაო…
