თომას ტუხელმა თქვა, თუ „კარაბაოს თასის“ ფინალში ჩვენი „ლივერპულთან“ წაგება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს დაასრულებს, სიამოვნებით წავაგებო. „ჩელსის“ გერმანელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მართალია მისი მეტოქე „ლივერპულია“ და ამ გუნდთან გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში, „უემბლიზე“ მოგებას მაინც არ ექნება ჩვეული გემო.
შაბათ საღამოს „ჩელსის“ მეპატრონემ, რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა ყველასთვის მოულოდნელად კლუბის მართვაზე ხელი აიღო.
ტუხელი დღეს სტადიონზე მისული გულშემატკივრისგან ობსტრუქციას და ეგრეთწოდებულ ანტი-ჩელსურ აქციას ელის. მიზეზი ნათელია: რუსი მეპატრონე.
„ყველაფერი იმდენად ახალი და ცოცხალია, რომ თამაშს ცუდი ელფერი მიეცა. გვაქვს ჩვენ უფლება მასში მთელი გულით მივიღოთ მონაწილეობა და გავიხაროთ? ეს მისაღები იქნება? თუ წავაგებთ, ეს რამეს დაეხმარება?
რასაკვირველია, ეს არავის არაფერში დაეხმარება. ასე რომ იყოს, სიხარულით დავმარცხდებოდი. ევროპაში ომი დაგვატყდა თავს. საშინელი მდგომარეობაა“.
ტუხელმა თქვა, რომ ანტი-ჩელსურ განწყობებს ფეხბურთელების გასაღიზიანებლად და მოტივაციისთვის არ გამოიყენებს.
„რასაკვირველია, ზოგადად გუნდის დასაცავად ამ განწყობილების გამოყენება შეიძლება, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ჩვენ ასე არ მოვიქცევით. ის რაც ხდება ძალიან დიდი მოვლენაა იმისათვის, რომ გამოიყენო. ჩვენ ემოციურად ჩართულები ვართ პროცესში. ჩვენ ყველასთან ერთად გვტკივა“.
„ლივერპული“ აპირებს თამაშის დაწყებამდე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მოაწყოს. კლუბმა ინგლისის ფეხბურთის ლიგასთან და მოთამაშეებთან მოილაპარაკა. მერსისაიდელებს მშვიდობიან პროტესტზე ყოველი მხრიდან თანხმობა აქვთ.
„ლივერპულის“ კაპიტანმა, 31 წლის ჯორდან ჰენდერსონმა უკვე გამოხატა თავისი პოზიცია: „საშიში მდგომარეობაა. მზარავს, როდესაც წარმოვიდგენ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
