ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად დაითხოვეს სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი — ეს ინფორმაცია ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
„ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ახალი პროექტი უნდა დაიწყოს, რომელიც გუნდის წინსვლას უზრუნველყოფს. ლუის ენრიკესა და მის შტაბს წარმატებას ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში. ამ მწვრთნელმა ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის, სიყვარული და აღტაცება დაიმსახურა”, — ვკითხულობთ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლუის ენრიკე თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს 2019 წლიდან წვრთნიდა.
უკვე ცნობილია, ვინ შეცვლის ლუის ენრიკეს — ეს გახლავთ 61 წლის ლუის დე ლა ფუენტე – რომელიც 2013 წლიდან ესპანეთის ასაკობრივ და ოლიმპიურ ნაკრებებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ესპანელი ოლიმპიელები ტოკიოში ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.
დე ლა ფუენტეს დებიუტი შედგება 2023 წლის 25 მარტს, როცა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი A ჯგუფის პირველ შეხვედრაში ესპანელები ნორვეგიას უმასპინძლებენ. ამავე ჯგუფშია საქართველოს ნაკრებიც, რომელიც „ფურია როხას” 2023 წლის 8 სექტემბერს მიიღებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
