30 წლის ედენ აზარი შეიძლება „ჩელსიში“ დაბრუნდეს — დასავლეთ ლონდონის კლუბმა „რეალთან“ არაფორმალური მოლაპარაკებები წამოიწყო.
ბელგიელმა ვარსკვლავმა „ჩელსი“ 2019 წელს დატოვა. მადრიდელებმა მასში 115 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ ტრანსფერმა არ გაამართლა.
აზარმა „თეთრების“ შემადგენლობაში უფრო მეტი თამაში (57) გამოტოვა, ვიდრე ჩაატარა (51); ის მეტწილად დაშავებული იყო.
თავისი გუნდის ყოფილი ვარსკვლავის შემყურე „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩი ფიქრობს, რომ ბელგიელი „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნების შემთხვევაში კვლავ ძველებურად ათამაშდება, ისე როგორც ესპანეთში გადაბარგებამდე თამაშობდა.
ინგლისურმა მედიამ შეიტყო, რომ აბრამოვიჩს ფლორენტინო პერესისთვის მიუმართავს აზარის გამოსყიდვის თხოვნით. არც თავად ფეხბურთელი ყოფილა უარზე.
„რეალიც“ არ უნდა იყოს დიდხელფასიანი ზარალის თავიდან მოშორების წინააღმდეგი.
ერთი სიტყვით, ახლა ყველაფერი ვაჭრობაზეა დამოკიდებული. ამბობენ, რომ „ლურჯები“ 40€ მილიონზე მეტის გადამხდელები არ არიან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
