ედენ აზარმა „რეალის” მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშვნა სიხარულით მიიღო. ბელგიელ ვარსკვლავს 27 მაისს გადამდგარ ზინედინ ზიდანთანაც ჩინებული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ის ფიქრობს, რომ მისთვის ანჩელოტიც შესანიშნავი ხელმძღვანელი იქნება. „მადრიდში ყველამ კარგად იცის, თუ რა შესძინა ანჩელოტიმ თავის დროზე „რეალს”, — თქვა აზარმა RTBF-თან ინტერვიუში, — მან ამავე ფეხბურთელებით ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ის „სანტიაგო ბერნაბეუზე” ბევრს...
ჭდე: ედენ აზარი
უჩვეულო VAR-იანტი მადრიდში
თამაშის დამთავერბამდე თხუთმეტიოდე წუთი რჩებოდა. „რეალს” „სევილიასთან” შეხვედრაში ანგარიში ახალი გათანაბრებული ჰქონდა და მოგებაზე იწყებდა ფიქრს. მადრიდელთა კართან სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს, მასპინძლებმა საჯარიმოდან ბურთი გამოიტანეს, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, ქარიმ ბენზემა მეტოქის კარისკენ გაიჭრა, საჯარიმოში შეირბინა და იქ მაროკოელმა მეკარემ ბონომ წააქცია. მადრიდი აშკარა პენალტს ელოდა, მაგრამ… თურმე, ჯერ მათ საჯარიმოში ჩაწოდებული კუთხურის ამბავი ყოფილა გასარჩევი....
აზარს სიცილი არ აპატიეს
მადრიდის „რეალმა“ 6 მაისს ტრანფერზე დააყენა ედენ აზარი. მისი გადაბირების მსურველს 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ასე მოწმენდილ ცაზე ტრანსფერზე დაყენება ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ 30 წლის ბელგიელმა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსისთან“ მარცხის შემდეგ აზარი ყოფილ თანაგუნდელებთან მივიდა, გამარჯვება მიულოცა და რაღაც ხუმრობებზეც იცინა. აზარს სოცქსელებში ქომაგთა რისხვის ნიაღვარი დაატყდა...
კურტუას მამას ვინღა რჯიდა?
„ბოდიშს ვიხდი. დღეს, ჩემს შესახებ ბევრი კომენტარი წავიკითხე. მინდა გითხრათ, რომ გულშემატკივრის გაღიზიანება სულაც არ მინდოდა. მე ყოველთვის „რეალში” თამაშზე ვოცნებოდი და მადრიდში გამარჯვებისთვის ჩამოვედი. მიმდინარე სეზონი ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ ახლა ლა ლიგის ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჰალა მადრიდ!” ეს სიტყვები ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა თავის ინსტაგრამზე დაწერა. ბოდიშის მიზეზი კი ძნელი მისახვედრი არ არის:...
აზარო, შე საზარო!
„სტემფორდ ბრიჯზე” „ჩელსიმ” „რეალს” 2:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოთიშა, ედენ აზარი კი… ხალისობდა. კადრს, რომელშიც აზარი მხიარულობს, ცხადია, მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება და ყველას ერთი და იგივე შთაბეჭდილება შეექმნა: ბელგიელი თავისი გუნდის გავარდნით დამწუხრებული არ ჩანდა. „ჩელსი”, მოგეხსენებათ, მისი ყოფილი გუნდია და აზარსაც, შესაბამისად, თავის ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა უხაროდა. საინტერესოა, რომ ესპანეთში, არა...
ქარიმ ლოგიკის წინააღმდეგ ქროდა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „რეალის” მთავარი გმირი ქარიმ ბენზემა გახლდათ — მან დიდოსტატურად გაათანაბრა ანგარიში. მადრიდელებმა „ჩელსის” წინააღმდეგ, შინ 1:1 ითამაშეს. დასაწყისში ინიციატივა სტუმრებს ჰქონდათ. მათი თამაში უფრო მაღალი ინტენსიობით გამოირჩეოდა, ისინი სახიფათოდ მიიწევდნენ მასპინძელთა კარისკენ. „რეალს” კრისტიან პულიშიჩსა და ტიმო ვერნერთან გამკლავება უჭირდა. ერთ ეპიზოდში ვერნერს ახლოდან გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მადრიდელთა მეკარემ...
დღეს მადრიდში აზარობაა
დღეს, 30 წლის ედენ აზარისთვის ემოციური დღეა — „რეალის” შემტევი ნახევარმცველი თავის ყოფილ გუნდს, „ჩელსის” ხვდება. ეს გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი. ბელგიელმა დასავლეთლონდონელთა კლუბში 7 წელიწადი ითამაშა, 2019 წლის ივნისში კი ის „რეალში” გადავიდა. მადრიდელებმა აზარში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს, ოღონდ ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რომ ეს თანხა, გარკვეული წარმატებების შემთხვევაში, შეიძლებოდა 146,1 მილიონამდე...
აზარმა შეიძლება კარიერა დაასრულოს
„რეალის” ბელგიელ ვარსკვლავს, 30 წლის ედენ აზარს შეიძლება კარიერისთვის თავის დანებება მოუხდეს. ის კვლავ დაშავდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამბობენ, ტრავმა თვითონ მიიღოო. არადა, გასულ შაბათს, „ელჩესთან” შეხვედრაში, აზარი მოედანზე ვინისიუს ჟუნიორის ნაცვლად ბოლო 15 წუთით შევიდა და გამოჯანმრთელებასთან ერთად გამარჯვებაც (2:1) იზეიმა. ახლა კი, ისევ კვირები უნდა გამოტოვოს. ესპანური მედია წერს, რომ კოჭთან კუნთის...
ნაკოვიდარი და გაღიზიანებული ზიდანი
დღეს, „რეალი” „უესკასთან” სტუმრად თამაშობს. გუშინ, მადრიდელთა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ონლაინ პრეს-კონფერენცია გამართა. ეს იყო მისი პირველი საჯარო გამოჩენა covid 19-ის მოხდის შემდეგ, რომელიც უჩვეულო გამოდგა — ფრანგს ნერვები ღალატობდა და გაღიზიანებული ლაპარაკობდა. „მოგვეცით საშუალება ბოლომდე ვიბრძოლოთ, — უთხრა ზიდანმა ჟურნალისტებს, — ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც შარშან გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ათი წლის წინ კი...
აზარი ზის, ფული მიდის
მას მერე, რაც 2019 წლის ზაფხულში „ჩელსიდან” „რეალში” გადავიდა, ედენ აზარი მადრიდელებს წუთში 72 000 ევრო უჯდებაო, დაწერა ესპანურმა AS-მა. გაზეთმა თქვა, რომ ტრანსფერიდან სამ წელიწადში „თეთრები” ლონდონში ფულის გადარიცხვას დაასრულებენ და თანხა ჯამში 157,5 მილიონი ევრო იქნება. 29 წლის ბელგიელი „სანტიაგო ბერნაბეუზე” 18 თვის წინ გადაბარგდა, ოღონდ მას მერე 26 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი...








