მუდმივად დაშავებული, ძვირად ნაყიდი ფეხბურთელის ნიშა, რომლისგანაც სულ რაღაც განსაკუთრებულს ელიან, ის კი მოლოდინს ვერ ამართლებს, „რეალში” წლების განმავლობაში გარეთ ბეილს ჰქონდა დაკავებული. ამ ზაფხულს უელსელი „ტოტენჰემ ჰოთსპურში” გადავიდა და… უპატრონო ადგილს ხელად გამოუჩნდა პატრონი — ედენ აზარი. ბელგიელი „ჩელსიდან” „რეალში” 2019 წლის ზაფხულში გადაბარგდა. მადრიდელებმა მასში 115 მილიონი ევრო გადაიხადეს, არადა ერთი სეზონის შემდეგ...
ჭდე: ედენ აზარი
თავშეუკავებელი არტურო
ეს იყო „რეალის” საუკეთესო თამაში ახალ სეზონში — „სან სიროზე”, „ინტერთან”, თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში ჯერ ედენ აზარმა გახსნა, ხოლო შემდეგ როდრიგომ მეორე შეაგდო, თუმცა არის ვერსია, რომ ბურთს ბოლო მილანელების მცველი აშრაფ ჰაკიმი შეეხო და ეს მისი ავტოგოლი იყო. თუ ასეა, დრამატიზმისთვის სჯობს კიდეც, რადგან მაროკოელი ადრე „რეალში” თამაშობდა. „რეალს” გამარჯვებაში ხელი „ინტერის” ჩილელი ნახევარმცველის...
ასეთ დაბრუნებას კი აზარი აქვს!
ედენ აზარს სასტარტო შემადგენლობაში 7 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. მაშინ, ბელგიელი ჩემპიონთა ლიგის წინა, გაჯანჯლებული გათამაშების მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობდა. „რეალი” „მანჩესტერ სიტის” ხვდებოდა. რაც შეეხება აზარის ბოლო გოლს, მას მერე 392 დღე იყო გასული და აი, შაბათს, „უესკასთან” შეხვედრაში აზარი მოედანს, უფრო სწორად „რეალის” სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და… გაიტანა. ანგარიში გახსნა. ეს გახლდათ შესანიშნავი...
აზარი – 90 მილიონით ნაკლები
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, ბელგიელი ედენ აზარის ფასი ბოლო დროს საგრძნობლად დაეცა. 2018 წლის ოქტომბრიდან 2019-ის ივნისამდე მისი სატრანსფერო ფასი 150 მილიონი ევრო იყო, მაშინ ის ლონდონის „ჩელსიში“ თამაშობდა, . შემდეგ აზარმა „სამეფო კლუბს“ მიაშურა და… მადრიდში ედენი პრობლემებსა და ტრავმებს შეეტაკა. ფაქტობრივად, მაღალ დონეზე აღარც უთამაშია. მისმა ფასმა კატასტროფულად დაიწყო ვარდნა: ჯერ 120 მილიონი გახდა,...
სინამდვილეში რეალს მეტი გადაუყრიაო
როგორც ირკვევა, 29 წლის ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი „რეალს” გაცილებით ძვირი დაუჯდა, ვიდრე თავიდან ამბობდნენ. შარშან, როდესაც აზარი „ჩელსიდან” „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდა, დაიწერა, რომ მადრიდელებმა მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს. აგრეთვე ითქვა, რომ ბონუსებით ამ თანხას შეიძლება კიდევ 45 მილიონი დაემატოს, მაგრამ გუშინ, ბელგიურმა გაზეთებმა Het Laatste Nieuws-მა და La Dernière Heure-მ გამოაქვეყნეს ცნობა, რომ...
თასი მადრიში, ფული ლონდონში
ედენ აზარის ტრანსფერიდან ლონდონის „ჩელსიმ“ უფრო იხეირა, ვიდრე მადრიდის „რეალმა“… ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. ბელგიელი შემტევი, ვინც „რეალის“ მაისურით მხოლოდ 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, ესპანეთის ჩემპიონი გახდა. „არისტოკრატებმა“ კი ამისთვის 18 მილიონ ევრომდე მიიღეს. ის რომ, „ჩელსიმ“ წინა ზაფხულს აზარის „რეალში“ ტრანსფერით ბიუჯეტი 100 მილიონით შეივსო, ეს ცნობილი...
ერთი ქალაქის გმირი
ამ ბიჭზე სულ ცოტა ხნის წინ, მაგრამ სულ სხვა საკითხთან დაკავშირებით ვწერდით. ლაიტმოტივი ის იყო, რომ 33 წლის დიმიტრი პაიე ფრანგული „მარსელის“ ლიდერი და ქომაგთა უსაყვარლესი ფეზბურთელია. ახლა მარსელელებს პაიე ორმაგად უყვართ და ის, რაც მან გააკეთა, ქალაქში მთელი ღამით ზეიმის მიზეზი გახდა. დიმიტრის კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე ჰქონდა და წლიურად 6 მილიონ ევროს იღებდა....
პულიშიჩი აზარია?
„ჩელსის” ამერიკელმა ნახევარმცველმა კრისტიან პულიშიჩმა კვლავ კარგად ითამაშა, რაც დასავლეთლონდონელთა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა ქებით აღნიშნა — „ლურჯებმა” „უოტფორდს” 3:0 მოუგეს და „მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ რამდენიმესაათიანი ჩანაცვლების შემდეგ კვლავ ოთხეულს დაუბრუნდნენ. 21 წლის პულიშიჩმა პენალტი მოინადირა, მაგრამ მარტო ეს ერთი ეპიზოდი არ არის მთავარი — რაც covid 19-ით გამოწვეული უქმობა დასრულდა და სეზონი აღდგა, ამერიკელი „ჩელსის”...
რობერტო კარლოსი: ჩემი რონალდო შეუდარებელი იყო
ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალის” ლეგენდა რობერტო კარლოსი ამბობს, რომ მის თანამემამულე რონალდოს — ლუის ნაზარიო დე ლიმას — ვერც ლეო მესი შეედრება და ვერ კრიშტიანუ რონალდუ. კარიერის განმავლობაში, კარლოსი ფენომენ რონალდოსთან ერთად ეროვნულ გუნდშიც თამაშობდა და კლუბშიც. მათ ერთად უდიდესი სანაკრებო და საკლუბო ჯილდოები მოიპოვეს — გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და სხვა არაერთ ტიტულს...
ტყუილი ბაზარია, რა დროს აზარია
ზინედინ ზიდანს პრობლემად ბოლო ორ ტურში დაკარგული 5 ქულა არ ჰყოფნიდა და ლევანტესთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ ედენ აზარიც მოისაკლისა. ერთ-ორ მატჩს ვინ ჩივის, როცა საუბარი სამთვიან უქმობაზეა. აზარს წვივის ძვალი აქვს გაბზარული. შესაძლო იყო კონსერვატიული მკურნალობა და ორთვიანი გრაფიკი, მაგრამ აზარის აზრი ოპერაციისკენ იხრება. არადა, აზარმა „რეალის“ 20 მატჩი უკვე გამოტოვა – იმდენივე, რამდენიც...








