დღეს, 30 წლის ედენ აზარისთვის ემოციური დღეა — „რეალის” შემტევი ნახევარმცველი თავის ყოფილ გუნდს, „ჩელსის” ხვდება. ეს გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი.
ბელგიელმა დასავლეთლონდონელთა კლუბში 7 წელიწადი ითამაშა, 2019 წლის ივნისში კი ის „რეალში” გადავიდა. მადრიდელებმა აზარში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს, ოღონდ ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რომ ეს თანხა, გარკვეული წარმატებების შემთხვევაში, შეიძლებოდა 146,1 მილიონამდე გაზრდილიყო.
მოგეხსენებათ, ესპანეთში აზარის საქმე ცუდად წავიდა — გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებდა, რომ ხელახლა საექიმო ხდებოდა. ახლა, იმ პერიოდშია, როდესაც ნატკენი ფეხი მოიშუშა და დაბრუნებას ცდილობს ამიტომ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ საღამოს მოედანზე ვიხილოთ.
„რეალის” ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი: „ის ძალიან მოტივირებულია. დღევანდელ შეხვედრაში სურს მონაწილეობა. ზოგადად ედენი მოწყურებული ფეხბურთელია, ხოლო ყოფილ კლუბთან თამაში ყველასთვის დამატებითი სტიმულია.
ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა კლასის გუნდია „ჩელსი” და აზარს სურს ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, „რეალს” მაქსიმალურად დაეხმაროს”.
და მაინც, ის თავიდან, სათადარიგოთა სკამზე იჯდება. აი, რაც შეეხება „ჩელსის” კიდევ ერთ ყოფილ ფეხბურთელს, 28 წლის მეკარე ტიბო კურტუას, ის, რასაკვირველია, სასტარტოში დაიწყებს.
„რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი: „აზარი რომ გამოჯანმრთელდა, ამაში ეჭვი არ მეპარება. რამდენიმე დღის წინ, მან 15-20 წუთი ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ 20 წუთში მას არაფერი ატკიებია.
ახლა აზარი თავს კარგად გრძნობს და „რეალის” მომავალ წარმატებებში წვლილის შეტანა სურს”.
აზარის შესახებ აზრი ჰკითხეს 22 წლის ამერიკელ კრისტიან პულიშიჩსაც, რომელიც დღეს, „ჩელსიში”, აზარისეული 10 ნომრით თამაშობს.
„ედენ აზარი ამ კლუბის წარმოუდგენლად დიდი ვარსკვლავი იყო, — უპასუხა მან, — მე მას არ ვედრები და არც მიბაძვას ვცდილობ. მე ჩემებურად ვთამაშობ და ვცდილობ „ჩელსის” მაქსიმალურად შევუწყო ხელი. რასაკვირველია, მას რომ მადარებენ, მსიამოვნებს, მაგრამ აზარამდე დიდი გზა მაქვს გასავლელი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
