დანიელ ეკი ინტერნეტ-სერვის Spotify-ს დამფუძნებელია. შვედი ბიზნესმენი, რომლის ქონებასაც „ფორბსი“ 5 მილიარდ ევროდ აფასებს, ლონდონის „არსენალის“ ყიდვას გეგმავს.
მის ბანაკში უკვე მოიაზრებიან დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი და პატრიკ ვიეირა. თუ შვედი საწადელს მიაღწევს, ეს სამეული კლუბის ხელმძღვანელობაში დაიკავებს ადგილებს.
ცოტა ხნის წინ ანრიმ საყვედურით თქვა, ახლანდელი მფლობელი სტენ კრონკე კლუბს საფეხბურთო ერთეულად კი არა, ჩვეულებრივ ბიზნეს-კომპანიად მოიაზრებს და შესაბამისადაც მართავსო.
რაც შეეხება დანიელ ეკს, შემდეგი განაცხადა: „რაც თავი მახსოვს, სულ „არსენალს“ ვქომაგობდი. თუ კრონკე ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტს კლუბის გაყიდვას, ბედნიერი ვიქნები, ჩავერთო მის შესაძენად ბრძოლაში“.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
