„კრისტალ პალასის” მწვრთნელმა, წარსულში ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრიკ ვიეირამ მოედანზე ჩამხტარ, „ევერტონის” აბეზარ გულშემატკივარს უთავაზა. ეს მოხდა იმ შეხვედრის დამთავრების შემდეგ, რომლის 85-ე წუთზე ლივერპულელთა თავდამსხმელმა დომენიკ კელვერტ-ლევინმა გოლი გაიტანა და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა. მანამდე ანგარიში იყო 2:2. კელვერტ-ლევინის გოლის წყალობით „ევერტონმა” პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა და ფანები სიგიჟემდე გაახარა. ისინი ათასობით ჩახტნენ მოედანზე. სწორედ მაშინ...
ჭდე: პატრიკ ვიეირა
დიდების დარბაზში
ცნობილი გახდა, რომ უეინ რუნისა და პატრიკ ვიეირას პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანენ. შარშან ეს პატივი ალან შირერსა და ტიერი ანრის ხვდათ წილად. დიდების დარბაზმაც სწორედ მაშინ დაიწყო არსებობა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რუნის იცნობს, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“, ხოლო ვიეირას როგორც „არსენალის“ ვარსკვლავს. რუნი, რომელმაც პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ მოიპოვა, ამბობს: „პრემიერლიგის დიდების დარბაზში მოხვედრა ჩემთვის უდიდესი...
კარგად არტყამს კრიშტიანუ ჯარიმებს თუ ცუდად?
90-იანი წლების ცნობილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა იან რაიტმა კრიშტიანუ რონალდუს ფენომენალურ ჯარიმებს მითი უწოდა — ევრო 2020-ის მერვედფინალში, სადაც პორტუგალიამ ბელგიასთან 0:1 წააგო, რონალდუმ სტანდარტული მდგომარეობიდან კვლავ ვერ გაიტანა. პორტუგალიელთა ლიდერმა თამაშზე დიდი გავლენაც ვერ იქონია, თუმცა საჯარიმო დარტყმით თავის გამოჩენის შესაძლებლობა ორჯერ მიეცა. რაიტმა, რომელიც ITV-ს ექსპერტად იყო მიწვეული, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშის ჯარიმებზე ასე...
მომყიდეთ არსენალი
დანიელ ეკი ინტერნეტ-სერვის Spotify-ს დამფუძნებელია. შვედი ბიზნესმენი, რომლის ქონებასაც „ფორბსი“ 5 მილიარდ ევროდ აფასებს, ლონდონის „არსენალის“ ყიდვას გეგმავს. მის ბანაკში უკვე მოიაზრებიან დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი და პატრიკ ვიეირა. თუ შვედი საწადელს მიაღწევს, ეს სამეული კლუბის ხელმძღვანელობაში დაიკავებს ადგილებს. ცოტა ხნის წინ ანრიმ საყვედურით თქვა, ახლანდელი მფლობელი სტენ კრონკე კლუბს საფეხბურთო ერთეულად კი არა, ჩვეულებრივ...
დაჭერობანა ლონდონში
„ევერტონი” ძალიან მოწადინებულია. ლივერპულელთა უმწვრთნელოდ დარჩენილ კლუბს ძალიან უნდა სამსახურში „ნაპოლის” მიერ ახალგაგდებული კარლო ანჩელოტი რომ აიყვანოს და ჩქარობს, რათა „არსენალმა” არ დაასწროს. შეგახსენებთ, რომ 60 წლის ანჩელოტიმ „ნაპოლი” სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა, მაგრამ სერია A-ში ცუდი შედეგების გამო იტალიურმა კლუბმა ის მაინც გაათავისუფლა თანამდებობიდან. „სანისთვის” ცნობილი გახდა, რომ „რეჯანას”, „პარმას”, „იუვენტუსის”, „მილანის”, „ჩელსის”,...
მოხუცი
პარასკევ დილით, ლონდონის „არსენალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ერთი შეხედვით, მოულოდნელი განცხადება გამოჩნდა – „მეთოფეების“ ოდინდელი მწვრთნელი არსენ ვენგერი წლევანდელი სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებს. ცნობისათვის, 68 წლის ფრანგმა სპეციალისტმა, ქომაგთა დიდი პროტესტის მიუხედავად, კლუბთან შარშან ახალ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამისდაკვალად, სამუშაოდ კიდევ წელიწადზე მეტი რჩებოდა. მით უმეტეს, უცნაურია ასეთი განცხადება მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კარს მომდგარი ევროპალიგის...





