დიდების დარბაზში

Home კატეგორიის გარეშე დიდების დარბაზში
დიდების დარბაზში

ცნობილი გახდა, რომ უეინ რუნისა და პატრიკ ვიეირას პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანენ. შარშან ეს პატივი ალან შირერსა და ტიერი ანრის ხვდათ წილად. დიდების დარბაზმაც სწორედ მაშინ დაიწყო არსებობა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რუნის იცნობს, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“, ხოლო ვიეირას როგორც „არსენალის“ ვარსკვლავს.

რუნი, რომელმაც პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ მოიპოვა, ამბობს: „პრემიერლიგის დიდების დარბაზში მოხვედრა ჩემთვის უდიდესი პატივია. ეს იმას ნიშნავს, რომ მე მახსენებენ იმ დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებსაც უკვე ხვდათ წილად ბედნიერება ამ დარბაზის წევრებად იწოდებოდნენ.

რაც თავი მახსოვს პრემიერლიგას ვუყურებ. პრემიერლიგის თამაშების ყურებაში გავიზარდე. ყოველთვის პროფესიონალ ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, მინდოდა გამეტანა გოლები, მომეგო ჯილდოები. იღბლიანი კაცი ვარ, რადგან საოცნებო პრემიერლიგის ტიტული კარიერაში ხუთჯერ მოვიპოვე.

„ევერტონსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშის წლებში უამრავი სამახსოვრო ამბავი შემემთხვა. იმით, რასაც ამ გუნდებთან ერთად მივაღწიე, ძალიან ვამაყობ“.

პრემიერლიგის სამგზის ჩემპიონმა პატრიკ ვიეირამ კი დასძინა: „პრემიერლიგის დიდების დარბაზში მოხვედრა ფანტასტიკური მიღწევაა. როდესაც ამის შესახებ გავიგე, გამახსენდა ის პატარა ბიჭი, რომელიც სენეგალსა და ცოტა მოგვიანებით პარიზის გარეუბანში ბურთს დასდევდა.

მსოფლიოს საუკეთესო ლიგის საუკეთესო ფეხბურთელების მხარდამხარ ყოფნა იმაზე დიდი მიღწევაა, ვიდრე ოდესმე ვოცნებობდი. ვიამაყებ, თუკი ჩემს სახელს ამ ვარსკვლავების სახელებთან ერთად მოიხსენიებენ და ჩავთვლი, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელი ვიყავი.

კამპანია, რომელშიც უნდა გავერიო დიდებულია. გამიმართლა ზოგ მათგანთან ერთ პერიოდში რომ მომიწია თამაში. ბედნიერი ვარ ტიერი ანრისა და დენის ბერკამპის მხარდამხარ რომ ვიდექი მოედანზე.

ყველაზე მეტად კი ის მახარებს, როდესაც თანამედროვე ფეხბურთელებისგან მესმის, რომ მე მათთვის სამაგალითო ვარ და ჩემნაირად თამაშზე ოცნებობენ“.

დღეს გაასაჯაროებენ იმ 25 ფეხბურთელის ვინაობას, ვისაც გულშემატკივრები 3 აპრილამდე ხმას მისცემენ. მათგან 6 გამარჯვებული პრემიერლიგის დიდების დარბაზში რუნისა და ვიეირას შეუერთდება.

ხსენებულ რვა ვეტერანს სამახსოვრო მედალიონს და 10 000 გირვანქას გადასცემენ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.