მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ საჩოგბურთო კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ სპორტსმენმა 23 მარტს თავად ამცნო საზოგადოებას.ბარტი მეორე ჩოგბურთელია, რომელმაც კარიერა პირველი ჩოგნის სტატუსით დაასრულა – პირველი ბელგიელი ჟუსტინ ენენი იყო.
„ჩოგბურთს ადრეული ასაკიდან ვთამაშობ. ხანგრძლივი პაუზა ჯერ კიდევ მაშინ ავიღე, როდესაც 18 წლის ვიყავი. ჩოგბურთმა ჩემს ოცნებებს ასრულების საშუალება მისცა. თუმცა, სათამაშოდ ძალები აღარ შემრჩა. სპორტის ამ მშვენიერ სახეობას ყველაფერი მივეცი და ამით კმაყოფილი ვარ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი წარმატებაა. ახლა მშვენიერ დროა ჩოგანი დავთმო და სხვა მიზნებისთვის ვიბრძოლო“, – თქვა ეშლიმ.
არადა, ელშიმ წლევანდელი სეზონიც მძლავრად დაიწყო. სულ 11-ჯერ გავიდა კორტზე და ორი ტიტულიც მოიგო.
ეშლის წასვლას ემოციურად გამოეხმაურა უამრავი ადამიანი. მათ შორის ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია (WTA), ჩოგბურთელები – ენდი მარი, სიმონა ჰალეპი, ელენა სვიტოლინა…
გეტყვით, რომ ბარტი „დიდი მუზარადის“ ტურნირების 3-გზის გამარჯვებულია. ავტრალიელმა 2019 წელს „როლან გაროსი“ მოიგო, 2021 წელს – „უიმბლდონი“, ხოლო წლეულს – ავსტრალიის ღია პირველობა. კარიერული სლემის მოსაპოვებლად ბარტი ერთ ნაბიჯში იყო, მაგრამ…

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
