მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი – სიმონა ჰალეპი კორტს უბრუნდება. სპორტული არბიტრაჟის სასამართლომ გადახედა რუმინელი ჩოგბურთელის აპელაციას (ედავებოდნენ დოპინგის მიღებას) და 4 წლიანი დისკვალიფიკაცია 9 თვემდე შეუმცირა. დიდი სლემის ტურნიების ორგზის გამარჯვებულს 2022 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ აკრძალული ქონდა თამაში (საგამოძიებო პროცესის მსველობისასაც), შესაბამისად დისკვალიფიკაციის 9 თვე უკვე კარგა ხნის გასულია, ასე რომ სიმონას მომდევნო...
ჭდე: სიმონა ჰალეპი
ნადალმა ნახევარფინალამდე იწვალა
უიმბლდონის მეოთხედფინალური წყვილების მეორე სათამაშო დღის ყველაზე დაძაბული მატჩი ამერიკელი ტეილორ ფრიცისა და ესპანელი რაფა ნადალის გამოდგა. გამარჯვებული მეხუთე სეტში გამოვლინდა. მანამდე ორივე ჩოგბურთელმა სეტები ერთნაირი ანგარიშით მოიგო: ფრიცმა ორივე 6:3, ნადალმა ორივე – 7:5. გადამწყვეტ სეტში საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. არადა, ნადალს მანამდე შეეძლო საქმის მოთავება, როდესაც მეშვიდე გეიმში ფრიცს ჩაწოდება აართვა, მაგრამ მერვეშივე...
ბარტის ბოლო მარტი
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ საჩოგბურთო კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ სპორტსმენმა 23 მარტს თავად ამცნო საზოგადოებას. ბარტი მეორე ჩოგბურთელია, რომელმაც კარიერა პირველი ჩოგნის სტატუსით დაასრულა – პირველი ბელგიელი ჟუსტინ ენენი იყო. „ჩოგბურთს ადრეული ასაკიდან ვთამაშობ. ხანგრძლივი პაუზა ჯერ კიდევ მაშინ ავიღე, როდესაც 18 წლის ვიყავი. ჩოგბურთმა ჩემს ოცნებებს ასრულების საშუალება მისცა....
კვალიფიკაციიდან ნახევარფინალში
მსოფლიოს 131-ე ჩოგანი ნადია პოდოროსკა პირველია, ვინც Open Era-ში (1968 წლიდან დღემდე) „როლან გაროსის“ ნახევარფინალში გასვლა კვალიფიკაციიდან მოახერხა. 23 წლის უკრაინული წარმოშობის არგენტინელმა აშკარა ფავორიტად მიჩნეული „თანამემამულე“ უკრაინელი ელინა სვიტოლინა ორ სეტში, 6:2, 6:4 დაამარცხა. პოდოროსკა ნახევარფინალში ტურნირის კიდევ ერთ აღმოჩენას 19 წლის პოლონელ იგა შვიატეკს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში იტალიელი მარტინა ტრევიზანი 6:3, 6:1 დაამარცხა....
სიმონა და მხოლოდ სერენა
რუმინელმა სიმონა ჰალეპმა რომში გაასამა – ზედიზედ მესამე ტურნირი მოიგო. მისმა მეტოქემ, ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ ფინალში წინააღმდეგობა ტრავმის გამო 0:6, 1:2 ანგარიშისას შეწყვიტა. 28 წლის რუმინელი ამჟამად მსოფლიოს მეორე ჩოგანია და მხოლოდ ეშლი ბარტის ჩამორჩება. 2013 წელს მან კარიერაში პირველად მოიგო WTA-ის ტიტული და მას შემდეგ ჯამში 22-ჯერ იპირველა. ამავე პერიოდში უფრო მეტი ტურნირი მხოლოდ...
ქალები ჩინეთში
ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ ქალთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი დიდი ხნის მანძილზე სინგაპურში იმართებოდა, წლეულს კი WTA-მ ამ უპრესტიჟულესი შეჯიბრისთვის ადგილის შეცვლა გადაწყვიტა და მისი ჩინეთში გადატანა ბრძანა. ქალთა შორის სეზონის შემაჯამებელი ტურნირი სტარტს 27 ოქტომბერს აიღებს და ერთი კვირის მანძილზე 8 საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი ერთმანეთს ჩემპიონობას და მსუყე თანხის მოგებასაც შეეცილება. სიტყვამ მოიტანა და...





