რუმინელმა სიმონა ჰალეპმა რომში გაასამა – ზედიზედ მესამე ტურნირი მოიგო. მისმა მეტოქემ, ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ ფინალში წინააღმდეგობა ტრავმის გამო 0:6, 1:2 ანგარიშისას შეწყვიტა.28 წლის რუმინელი ამჟამად მსოფლიოს მეორე ჩოგანია და მხოლოდ ეშლი ბარტის ჩამორჩება. 2013 წელს მან კარიერაში პირველად მოიგო WTA-ის ტიტული და მას შემდეგ ჯამში 22-ჯერ იპირველა.
ამავე პერიოდში უფრო მეტი ტურნირი მხოლოდ სერენა უილიამსს აქვს მოგებული – 27. აშშ – ის წლევანდელი ღია პირველობა სიმონა ჰალეპმა გართულებული პანდემიური ფონის გამო გამოტოვა. არადა, სიმონას დღევანდელი ფორმის გათვალისწინებით, იქაც უპირველეს ფავორიტთა შორის იქნებოდა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
