ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ ქალთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი დიდი ხნის მანძილზე სინგაპურში იმართებოდა, წლეულს კი WTA-მ ამ უპრესტიჟულესი შეჯიბრისთვის ადგილის შეცვლა გადაწყვიტა და მისი ჩინეთში გადატანა ბრძანა.
ქალთა შორის სეზონის შემაჯამებელი ტურნირი სტარტს 27 ოქტომბერს აიღებს და ერთი კვირის მანძილზე 8 საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი ერთმანეთს ჩემპიონობას და მსუყე თანხის მოგებასაც შეეცილება. სიტყვამ მოიტანა და ისიც ავღნიშნოთ, რომ წლევანდელ შემაჯამებელ ტურნირის აქამდე სარეკორდო საპრიზო ფონი აქვს – 14 მილიონი ამერიკული დოლარი.
მოდით, ახლა მონაწილეებიც გავიცნოთ. შენჟენში შეიკრიბნენ იაპონელი ნაომი ოსაკა, ავსტრალიელი ეშლი ბარტი, ჩეხები პეტრა კვიტოვა და კაროლინა პლიშკოვა, შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი, რუმინელი სიმონა ჰალეპი, კანადელი ბიანკა ანდრეესკუ და ელინა სვიტოლინა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ უკრაინელი ლამაზმანი და გაელ მონფისის მეგობარი გოგონა შარშანდელი შემაჯამებელის გამარჯვებულია.
ამასობაში წილისყრაც გაიმართა და გოგონები ორ – წითელ და იისფერ ჯგუფებში გადანაწილდნენ. წითელში თავი მოიყარეს ეშლი ბარტიმ, ნაომი ოსაკამ, პეტრა კვიტოვამ და ბელინდა ბენჩიჩმა, იისფერში – დანარჩენებმა. მოქმედი ჩემპიონი ტურნირს პლიშკოვასთან დაპირისპირებით დაიწყებს.
და ბოლოს. ვაჟთა შორის იშვიათად ხდება, წლის მანძილზე 4 დიდი სლემის ტურნირი სხვადასხვა ჩოგბურთელმა მოიგოს. ქალებში კი 2019 წელი ამ მხრივ მართლაც გამორჩეული გამოდგა. იანვარში მელბურნში ოსაკამ, მაისში პარიზში ბარტიმ, ზააფხულში უიმბლდონზე ჰალეპმა, ხოლო შემოდგომით ნიუ იოკში ანდრეესკუმ იჩემპიონეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
