ავსტრალიის ღია პირველობა დასასრულისკენ მიდის. ნახევარფინალისტები ცნობილია, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ერთეულთა შორის. საინტერესოა, რომ საუკეთესო ოთხეულში მოხვდა პოლონელი მაგდა ლინეტი. 30 წლის ჩოგბურთელის საუკეთესო მიღწევა, აქამდე მესამე წრე იყო, ახლა კი… მაგდამ მეოთხედფინალში კაროლინა პლიშკოვა 6:3, 7:5 დაამარცხა და ნახევარფინალში ბელარუს ჩოგბურთელ არინა საბალენკას შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ ხორვატი დონა ვეკიჩი 6:3, 6:2 დაამარცხა....
ჭდე: კაროლინა პლიშკოვა
მელბურნი უკან დარჩა…
ვეღარ გაიმეორა. შარშანდელი ამერიკული ზღაპარი ავსტრალიაში ოცნებად დარჩა. მარიამ ბოლქვაძეზე მოგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერზე, რომელზეც თებერვლის დასაწყისში, ტალინში გასამართ ფედერაციის თასზე ბევრი იქნება დამოკიდებული და ვიმედოვნებთ, რომ ეროვნულ გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს. ხოლო მანამდე იყო მელბურნი და წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი, სადაც ჩვენებური მეჩოგნე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და სამწუხაროდ ყველაფერი მალევე დასრულდა. ახალგაზრდა...
ქალები ჩინეთში
ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ ქალთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი დიდი ხნის მანძილზე სინგაპურში იმართებოდა, წლეულს კი WTA-მ ამ უპრესტიჟულესი შეჯიბრისთვის ადგილის შეცვლა გადაწყვიტა და მისი ჩინეთში გადატანა ბრძანა. ქალთა შორის სეზონის შემაჯამებელი ტურნირი სტარტს 27 ოქტომბერს აიღებს და ერთი კვირის მანძილზე 8 საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი ერთმანეთს ჩემპიონობას და მსუყე თანხის მოგებასაც შეეცილება. სიტყვამ მოიტანა და...
მარიამ ბოლქვაძის ამერიკული ზღაპარი
ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქალთა ჩოგბურთში საქართველოსთვის საინტერესო ისტორიის წერას შეუდგა. 2019 წლის სეზონი მისთვის და ზოგადად ქართველი ჩოგბურთის ქომაგებისთვის უცილობლად ტკბილად გასახსენებელი იქნება. ლეილა მესხის, ანა ტატიშვილის და სოფიო შაფათავას შემდეგ, მარიამ ბოლქვაძე გახდა მეოთხე ქართველი ქალი მეჩოგნე, რომელმაც დიდი სლემის ძირითად ბადეში გააღწია. ის არც ამით დაკმაყოფილდა და...



