ოსლოში, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში გადამწყვეტი სიტყვა მეშვიდე ნომრით მოთამაშე პორტუგალიელმა თქვა, ოღონდ ეს ის პორტუგალიელი არ იყო თქვენ რომ იფიქრეთ. ეს გახლდათ მადრიდელი ჟოაო ფელიქსი, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს გუნდს ამხანაგური თამაშის მეორე ტაიმში გოლი გაუტანა და სეზონისწინა პერიოდის პირველი მარცხი აწვნევინა — 1:0. რაც შეეხება რონალდუს, ის მთელი ზაფხული ცდილობდა სხვაგან გადასვლას, „ოჯახური...
ჭდე: ჟოაო პალინია
თავში წიხლი და 40 კაციანი ჩხუბი
მსაჯისთვის თამაშის ბოლო წამებზე 22 გამძვინვარებული ფეხბურთელის დაშოშმინება თითქმის შეუძლებელი საქმეა, მაგრამ, როდესაც ჩხუბში „აუტჩიკებიც“ ერთვებიან და მოთამაშეებს ურტყამენ, ჩნდება ეჭვი, რომ მოქმედება სადღაც, ჯოჯოხეთთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს. ასეთი გახლდათ პორტუგალიის ჩემპიონატში „პორტუსა“ და „სპორტინგის“ შეხვედრა, სადაც ჩხუბში 40 კაცამდე ჩაერთო. ემოციები ზღვარს მსაჯის წამატებულ წუთებზე გადაცდა. პირველ ტაიმში „სპორტინგი“ დაწინაურდა — 2:0, მაგრამ მასპინძლებმა...
დე ბრუინისა და აზარის შესახებ
წუხელ, სევილიაში, ბელგიის ნაკრებმა პორტუგალიას 1:0 მოუგო და ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიას შეხვდება. თამაში პარასკევსაა და ბელგიელთა ესპანელ მწვრთნელს რობერტო მარტინესს იმედი აქვს, რომ მანამდე ექიმებისგან პორტუგალიელების მიერ დაშავებული კევინ დე ბრუინისა და ედენ აზარის შესახებ სასიკეთო ამბებს გაიგებს. „ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როგორ არის ერთი ან მეორე, — მოჰყავს „ა...


