საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტში სამ მატჩს გამართავს. იცდახუთში შვედებთან სტუმრად, ოცდარვაში შინ ესპანეთთან და ოცდათერთმეტში ისევ სტუმრად საბერძნეთში. დიდია შანსი, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ ციკლს განსხვავებული შემადგენლობით შეხვდეს. საქმე ის არის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლაპარაკებები წამოიწყო „მამლუქებთან“ და თითქმის ბოლომდეა მიყვანილი საქმე უკრაინელი გიორგი წიტაიშვილისა და ფრანგი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის...
ჭდე: პოლტავის ვორსკლა
Home
პოლტავის ვორსკლა
ჩანაწერი
08/09/2020 | 12:0519/05/2026 | 05:42კატეგორიის გარეშე
უკრაინიდან საქართველომდე
ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურად გამოაცხადა ცენტრალური მცველის ანდრო გიორგაძის ტრანსფერის შესახებ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი 24 წლისაა და 2018 წლიდან უკრაინაში ბურთაობდა. თავდაპირველად პოლტავის „ვორსკლას“ ღირსებას იცავდა, ბოლო სეზონში კი ლვოვის „კარპატის“ მაისურით სულ 6-ჯერ გავიდა მოედანზე. ანდრო გიორგაძე ქუთურებისთვის ჩინებული შენაძენია და, იმედია, დაცვის ხაზსაც სერიოზულად გააძლიერებს.

