ჭდე: გიორგი გაბედავა

Home გიორგი გაბედავა
შალომ, გიორგი…
ჩანაწერი

შალომ, გიორგი…

თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფორვარდი გიორგი გაბედავა კარიერას ისრაელში გააგრძელებს. 33 წლის ფორვარდმა კონტრაქტი აკრეს „ჰაპოელთან“ გააფორმა. ეს გუნდი ისრაელის რანგით მეორე (ლეუმით ლიგა) ლიგაში თამაშობს, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად იბრძვის. გაბედავამ კარიერა ზუგდიდის „მგლებში“ დაიწყო, უთამაშია „გაგრაში“, რუსთავის „ოლიმპში“, „ილიჩევეცში“, „ზუგდიდში“, საჩხერის „ჩიხურაში“, „სამტრედიაში“, ბათუმის „დინამოში“, „ზაგლებიეში“, „საბურთალოსა“ და თბილისის „დინამოში“....

უხანგრძლივესი ტური
ჩანაწერი

უხანგრძლივესი ტური

ფეხბურთის ფედერაციამ 10 სექტემბრიდან ეროვნული ჩემპიონატის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, უმაყურებლოდ. ამასთან, მონაწილეები დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ, ასევე მატჩამდე 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. 23 – ე ტური ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში. 13 აგვისტოს დაიწყო „სამტრედია“ – „ლოკომოტივის“ მატჩით...

კამათის დრო
ჩანაწერი

კამათის დრო

22 ივლისს საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას „მაკაბის“ დაუპირისპირდება. დღეს კი მან და ფორვარდმა გიორგი გაბედავამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. „ჰაიფას „მაკაბი“ კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ხვალ მძიმე თამაში გველის. „მაკაბიმ“ დამაჯერებლად მოიგო ჩემპიონატი. ჩვენი მეტოქე საკმაოდ საინტერესო ფეხბურთს თამაშობს და საინტერესოა, მათთან თავს როგორ წარმოვაჩენთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ...

ჯანი გავარდეს…
ჩანაწერი

ჯანი გავარდეს…

ეროვნული ლიგის გათამაშების მეორე წრე დასრულდა. ცხრილის სათავეში ისევ ორხელისუფლებიანობაა – „ბათუმს“ და „დინამოს“ 38-38 ქულა მოუგროვდათ. თუმცა, შეიძლება ვთქვათ, რომ მეორე წრე ზღვისპირელებმა უკეთ ჩაატარეს, რადგან პირველი წრის შემდეგ, მაშიდელი ლიდერი „დინამო“ 4 ქულით უსწრებდა უშუალო კონკურენტს. ტურის მთავარი მატჩი, ცხადია, „დინამო“ – „ლოკომოტივი“ იყო. ხუმრობა ხომ არ არის, აქამდე „რკინიგზელებს“ ზედიზედ ხუთი შეხვედრა...

დინამო თავშია
ჩანაწერი

დინამო თავშია

მიმდინარე ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. ლიდერი მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოა.“ მდევარმა, „ბათუმმა“ კი მე-9 ტურში პირველად წააგო და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩა. ტურის გახსნის მატჩში სეზონის პირველი ჰეთ-თრიქი დაფიქსირდა. „საბურთალოს“ 23 წლის მოლდოველმა ნახევარმცველმა, დმიტრი მანდრიჩენკომ სტუმრად „სამტრედიას“ სამჯერ გაუტანა. შედგა ორი მწვრთნელის დებიუტი და ორივე წარმატებული აღმოჩნდა. „საბურთალო“ მინდორზე ლაშა ნოზაძემ გაიყვანა, რომელიც...

33
ჩანაწერი

33

საქართველოს ჩემპიონატის 33-ე სეზონი დაიწყო. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ტურნირს კრისტალბეტ ეროვნული ლიგა ჰქვია. 11 თებერვალს სფფ-ის აღმასკომმა ჩემპიონატის ფორმატი დაამტკიცა. ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში გასული სეზონების მსგავსად, შეჯიბრება ოთხ წრედ გაიმართება (შარშანდელისგან განსხვავებით, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ორ წრედ ჩატარდა). თითოეული გუნდი 36 მატჩს ჩაატარებს. გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი შეცვლის განხორციელება შეეძლებათ. უცვლელი დარჩა...

დინამო მერვედ
ჩანაწერი

დინამო მერვედ

საქართველოს 2021 წლის საფეხბურთო სეზონი 21 თებერვალს, სლავა მეტრეველის სახელობის ქვეყნის სუპერთასის მატჩით გაიხსნა. მიხეილ მესხის სტადიონზე შარშანდელი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ თასის მფლობელ „გაგრას“ შეხვდა, პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა და ისტორიაში მერვედ დაეუფლა პრესტიჟულ ჯილდოს. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და თერთმეტმეტრიანები დამატებითი დროის გარეშე დაინიშნა. სერიის გმირი დინამოელთა მეკარე როინ კვასხვაძე გახდა, რომელმაც ერთი პენალტი...

ყველამ წააგო
ჩანაწერი

ყველამ წააგო

კორონავირუსმა ისევ შემოგვიტია და ამან, ცხადია, ფეხბურთზეც იმოქმედა. კარგა ხნის წინ დაანონსდა, რომ 12 სექტემბერს ბათუმის ახალი სტადიონი გაიხსნებოდა, მასპინძელთა და თბილისის დინამოების მატჩით, მაგრამ პანდემიის მთავარი კერა ამჯერად ზღვისპირა ქალაქი აღმოჩნდა და გახსნა კი არა, თამაში საერთოდ ქუთაისში ჩატარდა. ეს ჩისკოს პირველი მატჩი გახლდათ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში და ესპანელს მშვენიერი რე-დებიუტი გამოუვიდა. თბილისელებმა...

მოკრივე ვაკო
ჩანაწერი

მოკრივე ვაკო

ვაკო გვილიას პოლონეთში კარგი პრესა აქვს: ქართველმა ზაბჟეს „გურნიკის“ შუა ხაზი აშკარად გააძლიერა, 8 ნომრის პოზიციაზე მშვენივრად თამაშობს და გუნდმაც მოუმატა. გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გაახერხა. როგორც იცით, ის შვეიცარიის „ლუცერნიდან“ გახლავთ განათხოვრებული სეზონის ბოლომდე… გვილიას ინტერვიუ გამოქვეყნდა პოლონურ პრესაში. Przeglad sportowy წერს, რომ ქართველი მოკრივეს ჰგავს. ეს ცხვირის მოყვანილობის გამო… აი,...