თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფორვარდი გიორგი გაბედავა კარიერას ისრაელში გააგრძელებს. 33 წლის ფორვარდმა კონტრაქტი აკრეს „ჰაპოელთან“ გააფორმა.
ეს გუნდი ისრაელის რანგით მეორე (ლეუმით ლიგა) ლიგაში თამაშობს, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად იბრძვის.
გაბედავამ კარიერა ზუგდიდის „მგლებში“ დაიწყო, უთამაშია „გაგრაში“, რუსთავის „ოლიმპში“, „ილიჩევეცში“, „ზუგდიდში“, საჩხერის „ჩიხურაში“, „სამტრედიაში“, ბათუმის „დინამოში“, „ზაგლებიეში“, „საბურთალოსა“ და თბილისის „დინამოში“.
2018 წელს გაბედავა საჩხერის „ჩიხურაში“ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა ბუდუ ზივზივაძესთან ერთად. ამავე წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. არის საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასისა ორგზის გამარჯვებული და სუპერთასის მფლობელი.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
