საქართველოს 2021 წლის საფეხბურთო სეზონი 21 თებერვალს, სლავა მეტრეველის სახელობის ქვეყნის სუპერთასის მატჩით გაიხსნა. მიხეილ მესხის სტადიონზე შარშანდელი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ თასის მფლობელ „გაგრას“ შეხვდა, პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა და ისტორიაში მერვედ დაეუფლა პრესტიჟულ ჯილდოს.
ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და თერთმეტმეტრიანები დამატებითი დროის გარეშე დაინიშნა. სერიის გმირი დინამოელთა მეკარე როინ კვასხვაძე გახდა, რომელმაც ერთი პენალტი მოიგერია და ერთიც თავად გაიტანა. გამარჯვებისა კი გიორგი გაბედავას დარტყმა გამოდგა, რომელიც ექსგაგრელმა არ აღნიშნა, მაგრამ უმალ პარტნიორების ზედახორაში მოექცა.
გიორგი ნემსაძემ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრიზი მოიპოვა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
