პარიზში რესტორან le 129 Nanterre-ს კლიენტები თვალებს არ უჯერებდნენ: იქ პარასკევს, ლანჩზე ქაბაბის საჭმელად ნბა-ს ვარსკვლავები შევიდნენ. ისინი თავის საყვარელ რესტორანში „სან ანტონიო სპურზის’’ 21 წლის მოთამაშემ ვიქტორ ვემბანიამამ (სიმაღლე 224 სანტიმეტრი) შეიყვანა. ვემბანიამა სანამ პარიზში ცხოვრობდა ამ რესტორანში ხშირად დადიოდა, ამერიკაში გადაბარგების შემდეგ კი აღარ ყოფილა. და აი, „აკორ არენაზე’’ „ნბას პარიზული თამაშების’’ ფარგლებში...
ჭდე: სან ანტონიო
ვემბანიამას ტრავმა სანდროს დროა
„სან ანტონიოს“ ლიდერის, ვიქტორ ვემბანიამას ტრავმამ სანდრო მამუკელაშვილს შანსი მისცა, რომელიც ჩვენებურმა მეტ-ნაკლებად გამოიყენა… „სან ანტონიო სპურსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს, მამუკელაშვილის ყოფილ გუნდს, „მილუოკი ბაქსს“ ესტუმრა და 119:132 დამარცხდა. მამუკელაშვილმა მოედანზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. მცირე დროისთვის ცუდი სტატისტიკა არ არის,...
მამუკელაშვილმა პოპოვიჩთან თამაში დაიწყო
სანდრო მამუკელაშვილი უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა და NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტის ხელში ითამაშებს. მამუმ სტანდარტული კონტრაქტი „სან ანტონიოსთან“ გააფორმა, რომელსაც ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩი წვრთნის და ჩვენებურიც მოედანზე პირველი მატჩში გამოჩნდა. ტეხასურ დერბიში „სან ანტონიომ“ „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლა და 110:112 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა 16 წუთში გუნდს 6 ქულა და 2 მოხსნა მოუტანა. მამუ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან...
ბითაძე სასტარტოში გამოჩნდა
გოგა ბითაძეს „ინდიანაში“ შანსი მიეცა და ქართველმა ცენტრმა სრულად ისარგებლა მწვრთნელის ნდობით. „სან ანტონიოსთან“ (94:109) დომანტას საბონისის გარეშე დარჩენილი გუნდის სასტარტოში დაყენებულ ბითაძეს სარეკორდო 23 წუთი მისცეს. ქულების მხრივ ქართველი დიდად არ გამორჩეულა და სულ 7 მიითვალა. სამაგიეროდ, თავდაუზოგავად იბრძოდა ფარზე და ბურთი ერთბაშად 9-ჯერ მოხსნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, გოგამ უკვე მეორედ გაახერხა ერთ შეხვედრაში 5...
გაზოლი ფესვებს დაუბრუნდა
ესპანეთის თასის მფლობელი და როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის ფავორიტი „ბარსელონა“, კიდევ უფრო გაძლიერდა. „ბარსას“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა, რომ გუნდმა კონტრაქტი გააფორმა ვეტერან ესპანელ კალათბურთელ პაუ გაზოლთან. პაუ „ბარსაში“ 16 ნომრით ითამაშებს. 40 წლის გაზოლი NBA-ს ორგზის ჩემპიონი, სამგზის ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. გაზოლმა პროფესიული კარიერა სწორედ „ბარსელონაში“ დაიწყო,...




