მოხდა ის, რის საშიშროებაც დიდი ხანია არსებობდა და რის შესახებაც საუბარს „სარბიელი“ არასდროს მორიდებია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დომინაციას ტიერ 2-სა და კერძოდ, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე, წერტილი დაესვა. იმედია, დროებით, თუმცა დღეს ფაქტია – 17-გზის ჩემპიონმა ბორჯღალოსნებმა კვირას მადრიდში პორტუგალიელ „მგლებთან“ 17:19 წააგეს და ტიტულიც დაკარგეს. ეს ლოგიკურიც იყო – ადრე თუ გვიან, ფეხი რომ დაგიცდება...
ჭდე: რაგბი ევროპა
ესპანეთთან ოცდამერვე
რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატმა, როგორც იქნა, საქართველომდე მოაღწია – შაბათს, მიმდინარე გათამაშებაში პირველად, საქართველოს ბორჯღალოსნები მშობლიურ „ავჭალაზე“ ითამაშებენ. „ა“ ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი 15 საათზე დაიწყება და მარკო ბორტოლამის ბიჭების მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. ორივე გუნდმა საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და შაბათის ჯახი მხოლოდ იმას დაადგენს, თუ ვინ ითამაშებს ნახევარფინალს საკუთარ მოედანზე და...
ექვსი ლელო და მიღწეული მიზანი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩიც მოიგო და გარდა იმისა, რომ ხსენებული ტურნირის ნახევარფინალში ვადამდე ადრე გავიდა, ამასთან მსოფლიოს 2027 წლის თასის საგზურიც მოიპოვა. „ავჭალაზე“ ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდების ნაკრებს 40:7 სძლიეს. არადა, როცა ანგარიში 40:0 იყო, ქართველებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს, რომელთაგან მეორე გარდასახეს კიდეც, თუმცა ვიდეორეფერის ჩარევის შედეგად...
ტაბუცაძის ჰეთ-თრიქი და 43:5
საქართველოს მორაბეთა ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ რუმინეთს უმასპინძლა, ერთის წილ 7 ლელო გაუტანა, 43:5 იმარჯვა და „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, რომელიც 17 მარტს პარიზის „ჟან ბუენზე“ გაიმართება. მიმდიანრე გათამაშებაში ბორჯღალოსნებს პირველად დაემატნენ ვასილ ლობჟანიძე და დავით ნინიაშვილი და ამ წყვილის გამოჩენამ ნაკრებს ახალი ელფერი შესძინა – პირველი ბურთს უფრო სწრაფად ათამაშებდა, მეორე კი...
წინ ბადახოსია!
ბორჯღალოსნები ფინალში გავიდნენ. ავჭალაში გამართულ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინელი „მუხები“ 31:7 დაამარცხა და 2023 წლის პირველობის მთავარ მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ხანგრძლივი წვიმის მიუხედავად „ავჭალის“ სათამაშო მინდორმა თავისი იდეალური მდგომარეობა საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნა, არადა მის კონდიციას ორი ძალისმიერი გუნდის ცხარე ჯახი დიდ საფრთხეს უქმნიდა. მინდვრის საფარმა გაუძლო ისევე, როგორც ქართველთა...
რაგბი ევროპამ რუსეთი შეაჩერა
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციას რაგბიც გამოეხმაურა. ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ: „რაგბი ევროპა“ ღრმადაა შეშფოთებული უკრაინის სარაგბო თემის უსაფრთხოებით და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, რომელიც ამ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ გამოიწვია. როგორც ევროპული რაგბის მმართველი ორგანო, „რაგბი ევროპა“ ხელს უწყობს რაგბში მშვიდობის, პატივისცემისა და ადამიანის უფლებების ევროპული ღირებულებების შესაბამისი...
ომით ჩაშლილი იუბილე
კვირას, 27 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ოფიციალური მატჩი ჰქონდა გასამართი. ჯერ ერთი, ამ მატჩის მოგებით ბორჯღალოსნები გაისად საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის საგზურს ჩაიდებდნენ ჯიბეში. მეორე დატვირთვა ამ მატჩს ის ჰქონდა, რომ ის საიუბილეო, 250-ე უნდა გამხდარიყო საქართველოს დამოუკიდებელი ნაკრების ისტორიაში. მესამე და საკვანძო ფაქტორი კი ის გახლდათ, რომ ეს იქნებოდა საქართველოს...
ამსტერდამში – დაგეგმილი გამარჯვებისთვის
შაბათს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამსტერდამში, „რაგბის ეროვნული ცენტრის“ სტადიონზე ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს იქნება „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი. შეგახსენებთ, რომ ტურნირის სტარტი ბორჯღალოსნებს წარუმატებელი გამოუვიდათ – „მიხეილ მესხზე“ პორტუგალიელ „მგლებთან“ კინაღამ წააგეს და მხოლოდ ფრეს გამორჩნენ – 25:25. ამ ჩავარდნას მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი – დერეფანში...
შავი ლომის სოჭი გადაიდო
„რაგბი ევროპის“ სუპეერთასის ეგიდით გასამართი მატჩი კრასნოიარსკის „ენისეისა“ და „შავ ლომს“ შორის გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი უკვე ჩვეულია – COVID-19. როგორც ცნობილია, რუსეთში პანდემიური მდგომარეობა უკიდურესადაა გამწვავებული და ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები ჩვენი სარაგბო გუნდის ზედ გამგზავრებამდე დაწესდა. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძვანელობა „რაგბი ევროპას“ და რუსეთის რაგბის ფედერაციას დაუკავშირდა და ბოლოს „შავ ლომს“ რუსეთში შესვლის ნებაც ...
ბორჯღალოსნები მარტისთვის ემზადებიან
საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა ლევან მაისაშვილმა ის 32 მორაგბე შეარჩია, რომელთაც „რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის მარტის მატჩებში დაეყრდნობა. გაფართოებულ რაზმში ოთხი პოტენციური დებიუტანტია და მათგან ორი ბურჯია: გია ხარაიშვილი „რასინგ-92“-დან და ბოლნისის „ყოჩების“ პირველხაზელი ნიკა აბულაძე. ასევე ახალბედები არიან „ბრივის“ ფლაბკერი ირაკლი ცხადაძეს და „აიას“ მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი, ვინც გაფართოებულ რაზმში თებერვლის დასაწყისშიც იყვნენ, თუმცა...









