როგორც იქნა, „რაგბი ევროპა“ რაღაცაში მაინც ჩამოყალიბდა. კონტინენტური სანაკრებო რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ 2021 წლის კალენდარი გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპის მოქმედი ჩემპიონი საქართველო სტარტს 6-7 მარტს პორტუგალიასთან გასვლითი მატჩით აიღებს. დანარჩენი – ქვემოთ. განრიგი არეულია, გაწელილია მარტიდან ნოემბრამდე, თუმცა ჩვენს ნაკრებს ზაფხულის სატესტო სეზონზე ხელი არ შეეშლება და ესაა მთავარი. ეს უკვე კარგია… 2020 წლის „რაგბი ევროპის“...
ჭდე: რაგბი ევროპა
მორარიუს ვნებანი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დაამარცხა რუსი „დათვები“ და პირველი ადგილი დაიკავა 2020 წლის ჩემპიონატში, რაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო გარკვეული. რუსეთი მე-5 ადგილზე გავიდა, მეორეზე – ესპანეთი, რომელმაც დასკვნით ტურში პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლა და 25:11 დაამარცხა. „ლობუში“ მე-4 საფეხურამდე ჩამოქვეითდა. და ვინ გაუსწრო პორტუგალიელებს? გაგიკვირდებათ და, რუმინეთის ყოვლად სამარცხვინო ნაკრებმა, რომელიც ბოლო ტურამდე სატურნირო...
მაისაშვილი 22-ს აკვირდება
7 თებერვალს, 15 საათზე „მიხეილ მესხზე“ საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები „რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატის დაგვიანებული წერტილის დასმას შეუდგებიან – ეს თამაში ხომ შარშანდელი მარტიდან მოყოლებული ორჯერ გადაიდო. რუსები ამ თამაშისთვის კარგა ხანია ემზადებიან და დროდადრო მუქარანარევ მესიჯებსაც ახმოვანებენ. მეტი რა დარჩენიათ და ამაზე კარგად სხვა რა ეხერხებათ… თუმცა, შევეშვათ „დათვებს“ და ჩვენს გუნდს...
რუსეთი 7 თებერვალს…
„რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი 7 თებერვალს გაიმართება – საქართველო თბილისში რუსეთს უმასპინძლებს. მატჩის დაწყების ზუსტი დრო და ადგილი განისაზღვრება უახლოეს დღეებში. შეგახსენებთ, რომ თამაში ბორჯღალოსნებსა და „დათვებსა“ შორის უნდა ჩატარებულიყო 14 მარტს, შემდეგ 1 ნოემბერს, მაგრამ ორივეჯერ გადაიდო კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო.
საქართველო-რუსეთი: ახლა თებერვალიო
გასაკვირი იქნება, თუ ეს მატჩი ოდესმე შედგება. ჯერ იყო და, მას არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ბორჯღალოსნებისთვის, რადგან მარტში ქართველები რუსებს უკვე ევროპის ჩემპიონების რანგში ხვდებოდნენ. მაგრამ ის თამაში მატჩის წინა დღისთვის გადაიდო… მერე გადაწყდა, რომ თამაში შემოდგომის ტესტების პერიოდში გაიმართებოდა – 1 ნოემბერს, მაგრამ ბოლო მომენტში „რაგბი ევროპის“ მამებმა ეს მატჩიც გადადეს. ამ შემთხვევაში ხსენებულ...
საქართველო-რუსეთი კიდევ ერთხელ გადაიდო
„რაგბი ევროპის“ გადაწყვეტილებით, 2020 წლის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 1 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ უნდა გამართულიყო, კიდევ ერთხელ გადაიდო. „ევროპაში COVID-19-ის პანდემიის განახლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდვების შემდეგ, „რაგბი ევროპამ“ გადაწყვიტა, 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა მატჩის გადადება“, – ნათქვამია ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის...
დროებითი პრეზიდენტის პირველი სიტყვა: რაგბი პოლიტიკის გარეშე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ, ამ რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „4 აგვისტოს შედგა გამგეობის სხდომა, სადაც წესდების თანახმად, გოჩა სვანიძის განცხადება ცნობად მივიღეთ. გამგეობას არ აქვს უფლება ის დააკმაყოფილოს, ან უარი უთხრას. მას შემდეგ გამგეობამ კენჭისყრით რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ამირჩია, ყრილობამდე, ანუ პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომელიც სავარაუდოდ...
რას გვეტყვის 6 ერი ?!
მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა შემოდგომის ტესტების კალენდარი. ტესტები დაიწყება 24 ოქტომბერს და დამთავრდება დეკემბრის პირველ უქმეებზე. ამ პერიოდში დასრულდება ვაჟთა და ქალთა „ექვსი ერის თასები“- 2020 (24 და 31 ოქტომბერს) და მერე, 7 ნოემბერს დასვენების შემდეგ, გაიმართება ზედიზედ ოთხი სატესტო კვირა. ჰოდა, რა ხდება ახლა ჩვენს თავს? რა და ეს ოფიციალურად ჯერაც...
ბომონტი 28:23 პიჩოტი
ბებერმა კონტინენტმა ცვლილებები იუარა და „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტად სერ ბილ ბომონტი დატოვა. 27-30 აპრილს შემდგარ ელექტრონულ არჩევნებში ინგლისელმა ფუნქციონერმა თავის არგენტინელ ოპონენტს 28:23 მოუგო და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მსოფლიო რაგბის მბრძანებელი იქნება. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ბომონტის ძალაუფლება რამდენადმე პირობითია, რადგან სპორტის ამ სახეობაში მთავარი გავლენა ევროპული „6 ერის“ ხელმძღვანელობის ხელთაა. ამ ყბადაღებული...
როდის განახლდება რაგბი?
კონტინენტური რაგბის მმართველნა ორგანიზაციამ – „რაგბი ევროპამ“ ობიექტურად შეაფასა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები და თავისი ეგიდით გასამართი ტურნირები განუსაზღვრელი ვადით გადადო. თავდაპირველად ტურნირების განახლება 15 აპრილს იგეგმებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეუძლებელია და გადაწყვეტილებაც სავსებით ლოგიკურია. „განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელსაც სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ყველა იმ ადამიანისა და სპორტსმენის ჯანმრთელობა, რომელიც რაგბშია ჩართული, ჩვენთვის პრიორიტეტია...








