უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციას რაგბიც გამოეხმაურა. ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ:
„რაგბი ევროპა“ ღრმადაა შეშფოთებული უკრაინის სარაგბო თემის უსაფრთხოებით და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, რომელიც ამ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ გამოიწვია.
როგორც ევროპული რაგბის მმართველი ორგანო, „რაგბი ევროპა“ ხელს უწყობს რაგბში მშვიდობის, პატივისცემისა და ადამიანის უფლებების ევროპული ღირებულებების შესაბამისი ოლიმპიური ქარტიის სულისკვეთების განმტკიცებას.
„რაგბი ევროპამ“ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შეაჩეროს „რაგბი ევროპის“ ღონისძიებების, ტურნირებისა და მატჩების ორგანიზება რუსეთის ტერიტორიაზე შემდგომ შეტყობინებამდე. ეს ეხება ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის კატეგორიის ეროვნულ თუ საკლუბო გუნდებს.
შემდგომ გადაწყვეტილებებს „რაგბი ევროპის“ დირექტორთა საბჭო „მსოფლიო რაგბთან“ კოორდინაციაში მიიღებს; ეს გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“.
„სარბიელის“ მკითხველს რომ განვუმარტოთ, ახლო მომავალში, კერძოდ კი მარტში, რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ორი მატჩის გამათვა იგეგმებოდა: 6 მარტს სოჭში „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ჯგუფური ეტაპი კრასნოიარსკის „ენისეისა“ და ჩვენი „შავი ლომის“ მრავალჯერ გადადებული მატჩით უნდა დასრულებულიყო, ხოლო 12-ში, იქვე, ჩვენი სასიქადულო კაცის, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ეგიდით გასამართ მატჩში რუსეთის ნაკრებს ნიდერლანდებისთვის უნდა ემასპინძლა. მაგრამ „რაგბი ევროპამ“ – არაო. ვნახოთ, რა იქნება ამ ორგანიზაციის შემდგომი ნაბიჯი…
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 15:50სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 00:31ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს
სიახლეები18/07/2026 | 20:56იმედგაცრუება
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 21:27ბოლო აკორდი – კუნძულელებთან
