„შავმა ლომმა“ 2026/2027 წლების სეზონი წარუმატებლად დაიწყო. ჩელენჯ თასის ახალი გათამაშების სტარტზე, რომელიც ხალხით თითქმის გავსებულ „ავჭალაზე“ შედგა, პროფესიულმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა უელსურ „ოსპრეიზს“ უმასპინძლა და უიმედოდ დამარცხდა – 14:39. ეს 25-ქულიანი დეფიციტი არ ასახავს იმ სხვაობას, რომელიც გუნდების მზადყოფნის ხარისხში იგრძნობოდა. უელსური ფრენჩაიზის ავსტრალიელ მგეზავ ლოუსონ კრეიტონს კარში მეტი კონცენტრაციითა და მობილიზებით რომ ერტყა,...
ჭდე: შავი ლომი
შავი ლომის მეოთხე გამოწვევა
პარასკევს, 16 ოქტომბერს ევროპაში EPCR-ის (ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის) ეგიდით გასამართი ორივე ევროთასი აიღებს სტარტს. ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის გათამაშებებში ტრადიციულად სამი ჩემპიონატის მონაწილე კლუბები თამაშობენ – ფრანგული ტოპ 14-ის, ინგლისური პრემიერშიპისა და ირლანდიურ-შოტლანდიურ-უელსურ-იტალიურ-სამხრეთაფრიკული URC-ის (გაერთიანებული სარაგბო ჩემპიონატი) კლუბები. თუმცა, არსებობს გამონაკლისიც – სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზი „ჩიტასი“ და პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“,...
შავი ლომი წელიწადს საფრანგეთში იწყებს
„შავი ლომი“ 2026 წელს მის მე-10 დღეს გახსნის. სწორედ 10 იანვარს, შაბათს, საფრანგეთის პატარა ქალაქ მონტობანის სტადიონ „საპიაკზე“ პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი ტოპ 14-ის აუტსაიდერს შეერკინება. ახლანდელი „მონტობანი“ იმ გაკოტრებული და გაუქმებული კლუბის სამართალმემკვიდრეა, რომელშიც უამრავ სახელოვან ბორჯღალოსანს უთამაშია. 1903 წელს დაარსებული სარაგბო კლუბის გუნდმა 1967 წელს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ესაა „მონტობანის“...
მეორე ტური – კონახტთან
შაბათისა და კვირის მიჯნაზე, 0:00-ზე, ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ დაიწყებს ჩელენჯ თასის მეორე ტურის მატჩს. რიჩარდ კოკერილის გუნდის მეტოქე ირლანდიური ფრენჩაიზი „კონახტია“. ეს სარაგბო გუნდი საკმაოდ ავტორიტეტულია, ოდესღაც „კელტთა ლიგის“ გამარჯვებულიც ყოფილა, თუმცა დღეს რთულ პერიოდს გადის. შარშანდელი „რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი“ ხომ ჩააგდო და წლევანდელ გათამაშებაშიც მე-9 ადგილზეა. თუმცა, ასეა თუ ისე, ირლანდიურ გუნდთან მათსავე...
შავი ლომი მონპელიეთი იწყებს
პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის 2025/2026 წლიბის სეზონის გათამაშებაში შაბათს, 6 დეკემბერს ჩაებმება. ეს იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდის მესამე მსგავსი კამპანია. შეხსენებისთვის: პირველ ჯერზე „შავმა ლომმა“ ჯგუფურ ეტაპზე ერთი მატჩი, უელსში იქაურ „სკარლეტსთან“ მოიგო, მაგრამ პლეი-ოფს მიღმა დარჩა. ისტორია გასულ სეზონშიც განმეორდა: ჩვენმა გუნდმა შინ ფრანგული „ვანი“ დაამარცხა, მაგრამ...
შავი ლომი კონკურენტულ ჯგუფშია
„შავი ლომი“ ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე პულ 1-ში გამწესდა. გამოვლინდა პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზის თანაპულელთა ხუთეულიც, რომლიდან ერთ-ერთს აცდება „შავ ლომთან“ დაპირისპირება, დარჩენილi 4 გუნდიდან კი ქართველი მორაგბეები ორს შინ შეხვდებიან და ორსაც – სტუმრად, ხოლო ვის კონკრეთულად – მოგვიანებით გადაწყდება. პულ 1-ში „შავ ლომთან“ ერთად უელსური „ოსპრეიზი“, იტალიური „ძებრე“, ირლანდიური...
შარშანდელივით: მეორეა სკარლეტსი
კვირას „შავ ლომს“ მიმდინარე ჩელენჯ თასზე პირველი გასვლითი მატჩი ელის – 17 საათზე უელსის ქალაქ ჰლანეჰლის „პარკ ი სკარლეტსზე“ დაიწყება ადგილობრივი „სკარლეტსისა“ და ქართული ფრემჩაიზის შეხვედრა. ეს იქნება ახალი გათამაშების მეორე ტურის მატჩი. საინტერესო დამთხვევაა: შარშან, „შავი ლომისთვის“ სადებიუტო ჩელენჯ თასზე, ქართულ ფრენჩაიზს პირველი გასვლითი მატჩი სწორედ „სკარლეტსთან“ ჰქონდა და თუ დამთხვევაა, ბარემ სრულად დაემთხვეს....
მატკავას ფეხმა ვანი დაამარცხა
„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის 2024-2025 წლების გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ტურნირის სასტარტო მატჩში ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ვაკეში, „მიხეილ მესხზე“ საფრანგეთის ტოპ 14-ის აუტსაიდერი „ვანი“ 22:19 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „შავი ლომი“ III პულის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაფუძნდა. ქართულ გუნდს 4 ქულა აქვს, ამედნივე ინგლისურმა „გლოსტერმა“ და ფრანგულმა „ბაიონმა“ დააგროვეს, მაგრამ გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობით პირველზე „გლოსტერი“ ავიდა,...
შავი ლომის მეორე გამოწვევა
შაბათს, 17 საათზე, თბილისის „მიხეილ მესხზე“ დაიწყება პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზის, „შავი ლომისა“ და საფრანგეთის ტოპ 14-ის დებიუტანტ „ვანის“ მატჩი. ეს შეხვედრა „ჩელენჯ (ქართულად – გამოწვევის) თასის“ ეგიდით გაიმართება. 2024/2025 წლების სეზონის ეს ტურნირი ქართული გუნდისთვის უკვე მეორე იქნება შარშანდელის ჩათვლით. მოგეხსენებათ, ამ ტურნირის ფორმულის თანახმად, სამ ჯგუფში გადანაწილებული 6-6 მონაწილე ჯგუფურ ეტაპზე 4...
ორი განსხვავებული შავი ლომი
„შავმა ლომმა“ ესპანელებს პორტუგალიელებიც მიაყოლა – „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მორიგ ტურში ლისაბონში იქაური „ლუზიტანუში“ 38:14 დაამარცხა. საინტერესოა, რომ ქართული და პორტუგალიური სარაგბო ფრენჩაიზების აწ უკვე სამივე მატჩი ლისაბონში გაიმართა და თითოეული რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა. 2022-ში ფინალი იყო და „შავმა ლომმა“ დიდი გაჭირვებით მოიგო – 17:14. შარშან ეს მეტოქეები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთმანეთს და...









