შავი ლომი მონპელიეთი იწყებს

Home კატეგორიის გარეშე შავი ლომი მონპელიეთი იწყებს
შავი ლომი მონპელიეთი იწყებს

პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის 2025/2026 წლიბის სეზონის გათამაშებაში შაბათს, 6 დეკემბერს ჩაებმება. ეს იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდის მესამე მსგავსი კამპანია.

შეხსენებისთვის: პირველ ჯერზე „შავმა ლომმა“ ჯგუფურ ეტაპზე ერთი მატჩი, უელსში იქაურ „სკარლეტსთან“ მოიგო, მაგრამ პლეი-ოფს მიღმა დარჩა. ისტორია გასულ სეზონშიც განმეორდა: ჩვენმა გუნდმა შინ ფრანგული „ვანი“ დაამარცხა, მაგრამ შემდგომ ეტაპზე კვლავ ვერ გავიდა.

ახალ გათამაშებაში „შავი ლომის“ მეტოქეები იტალიური „ძებრე“, ირლანდიური „კონახტი“ და ორი ფრანგული კლუბი – „მონპელიე“ და „მონტობანი“ იქნებიან.

„შავი ლომი“ ახალ კამპანიას შაბათს, 19:15-ზე თბილისში, „ავჭალაზე“ ჩელენჯ თასის 2-გზის მფლობელ და საფრანგეთის 2022 წლის ჩემპიონ „მონპელიესთან“ ჯახით დაიწყებს, რომლის მარქაფაშიც „შავი ლომის“ ყოფილი ბურჯი ნიკა აბულაძე იქნება.

„შავი ლომის“ შემადგენლობა „მონპელიესთან“ მატჩში:

1, ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპიტანი), 5. დემურ ეფრემიძე, სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე, 9. თენგიზ პერანიძე, 10. ლუკა ცირეკიძე, 11. შალვა აფციაური, 12. თორნიკე კახოიძე, 13. დემურ თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლუკა თაყაიშვილი.

მარქაფა: 16.შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიორგი ნიკოლაძე, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. ლაშა ციხისთავი, 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ალექსანდრე თოდუა.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.