ვაშინგტონში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, რომელმაც მომაწილე გუნდები ჯგუფებში გადაანაწილა.
მსოლფიო ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, მომავალი წლის 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს, მასში მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.
წილისყრის შედეგად ჩამოყალიბდა 12 ჯგუფში (A-დან L-ის ჩათვლით), თითოეულში ოთხი გუნდი. პლეი ოფში ტიტულისთვის ბრძოლას თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები და საუკეთესო შედეგის მქონე რვა მესამეადგილოსანი განაგრძობს. 1/32-ფინალიდან შეჯიბრებაზე ოლიმპიური სისტემა ამოქმედდება.
წილისყრის შედეგად გუნდები ასე განაწილდნენ:
A ჯგუფი: მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ევროპის პლეი ოფი D (დანია/ჩრდილოეთ მაკედონია – ჩეხეთი/ირლანდია)
B ჯგუფი: კანადა, ევროპის პლეი ოფი A (იტალია/ჩრდილოეთ ირლანდია – უელსი/ბოსნია), კატარი, შვეიცარია
C ჯგუფი: ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი, შოტლანდია
D ჯგუფი: აშშ, პარაგვაი, ავსტრალია, ევროპის პლეი ოფი C (თურქეთი/რუმინეთი – სლოვაკეთი/კოსოვო)
E ჯგუფი: გერმანია, კურასაო, ეკვადორი, კოტ დ’ივუარი,
F ჯგუფი: ნიდერლანდები, იაპონია, ევროპის პლეი ოფი B (უკრაინა/შვედეთი – პოლონეთი/ალბანეთი), ტუნისი
G ჯგუფი: ბელგია, ეგვიპტე, ირანი, ახალი ზელანდია
H ჯგუფი: ესპანეთი, კაბო ვერდე, საუდის არაბეთი, ურუგვაი
I ჯგუფი: საფრანგეთი, სენეგალი, ფიფას პლეი ოფი 2 (ერაყი – ბოლივია/სურინამი), ნორვეგია
J ჯგუფი: არგენტინა, ალჟირი, ავსტრია, იორდანია
K ჯგუფი: პორტუგალია, ფიფას ფლეი ოფი 1 (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – ახალი კალედონია/იამაიკა), უზბეკეთი, კოლუმბია
L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია, განა, პანამა
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
მთავარი ამბავი25/05/2026 | 20:26შეკრება თექვსმეტმა დაიწყო
