მამუ სასტარტოში…

Home კატეგორიის გარეშე მამუ სასტარტოში…
მამუ სასტარტოში…

Raptors' Mamukelashvili questionable vs. Nets with neck contusionNBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და სანდრო მამუკელაშვილი „ტორონტოს“ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ.

კანადურმა გუნდმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლა და 120:123 დამარცხდა. მამუკელაშვილს მოედანზე საკმაო დროის გატარება მოუწია – 36.38 წუთი. მთლიანობაში სანდრო ურიგოდ არ გარჯილა – 13 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 2-2 ჩაჭრა და დაფარება. თუმცა, სროლის პროცენტული მაჩვენებელი უკეთესი რომ ჰქონოდა…

მამუმ ოთხიდან ერთი ორქულიანი, ცხრიდან სამი სამქულიანი და სამიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში „ტორონტომ“ მეტოქეზე ორით ნაკლები ქულა აიღო.

„ტორონტოს“ 15 მოგება და 8 მარცხი აქვს, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე შედეგია. მომდევნო მატჩს კანადური გუნდი 6 დეკემბერს, „შარლოტ ჰორნეთსთან“ გამართავს და, შესაძლოა, მამუ ისევ ძირითადში ვიხილოთ…

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...