ჭდე: კლეი ტომპსონი

Home კლეი ტომპსონი
კლეი დაბრუნდა
ჩანაწერი

კლეი დაბრუნდა

„გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავი კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა და ეს 941-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ გააკეთა. ტომპსონი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი დაჰყო. კლეიმ ტრავმის შემდეგ პირველი მატჩისთვის საკმარისი ქულები დაგროვა – 17, თუმც, ჯერ არ ითქმის, რომ „მაჯა ისევე უჭრის“, როგორც დაშავებამდე. ტომპსონმა 10-დან ოთხი ორქულიანი და რვიდან სამი სამქულიანი ჩააგდო. „თავიდან ცოტას ვნერვიულობდი,...

კარის ახალი რეკორდები
ჩანაწერი

კარის ახალი რეკორდები

„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ მორიგი შოუ დადგა და კიდევ რამდენიმე რეკორდს შეუტია. კარის გუნდმა „დენვერ ნაგითსს“ 116:107 მოუგო, სტეფმა კი, 53 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 18-დან 10 სამქულიანი და 16-დან 15 საჯარიმო), ექვსი მოხსნა და ოთხი პასი დააგროვა. ეს ყველაფერი 36 წუთში. დაგროვებული ქულების ჯამით კარიმ კლუბის ისტორიაში ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გაასწრო. ახლა...

შაკის წაუგებელი გუნდი
ჩანაწერი

შაკის წაუგებელი გუნდი

NBA-ს ლეგენდა შაკილ ონილმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლებთან ერთადაც მატჩს არ წააგებდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ დიდმა შაკმა აწმყოზე ისაუბრა და საკუთარ თავთან ერთად მხოლოდ მოქმედი კალათბურთელები გამოარჩია. „ლიგაში ბევრი კარგი კალათბურთელია, მაგრამ მომეცით სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, ზაიონ უილიამსონი, ლებრონ ჯეიმსი და მათთან ერთად თამაშს არ წავაგებ“, – განაცხადა შაკმა. შეგახსენებთ, რომ ონილს საუკეთესო...

სუპერფინალის სუპერდუეტი
ჩანაწერი

სუპერფინალის სუპერდუეტი

NBA-ს სუპერფინალის პირველ შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „მაიამი ჰიტი“ უშანსოდ დატოვა – 116:98. ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო, რომელიც კალიფორნიელებმა 3 ქულით მოიგეს – 31:28. მეორე და მესამე მეოთხედებში კი „ლეიკერსმა“ იოლად იმარჯვა და ბოლო 10 წუთის წინ 26-ქულიანი ჰანდიკაპი მიიღო. საბოლოოდ, კი, 18-ქულიან გამარჯვებას დასჯერდა. ცხადია, გამარჯვების მთავარი შემოქმედი ლებრონ ჯეიმსისა (25 ქულა, 13...

მუშტი და დურანტულა
ჩანაწერი

მუშტი და დურანტულა

სტეფ კარი კანადური მონსტრის წინაშე მარტო აღმოჩნდა. საშინაო კედლებში, მაშინ როცა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში „გოლდენ სტეიტი“ „ტორონტოსთან“ 2:3 აგებდა, ჩემპიონმა ლიდერები – კევინ დურანტი და კლეი ტომპსონი დაკარგა. დურანტულას ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მას მთელი მომავალი სეზონის გამოტოვება მოუწევს. მეტიც, მას კარიერის დასრულების საფრთხეც კი ემუქრებოდა. ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილმა კარიმ კი კავაის და ბიჭებს...

კავაი!
ჩანაწერი

კავაი!

გოლდენ სტეიტმა ბრწყინვალება დაკარგა – სტივ კერის ბიჭების ჰეგემონია დაემხო. NBA-ს სუპერფინალური სერიის მეექვსე მატჩში, კავაი ლეონარდმა და ბიჭებმა ორაკლ არენაზე ერთხელაც, ამჯერად – 114:110 იმარჯვეს და ტორონტო ისტორიაში პირველად გააჩემპიონეს. კანადურმა კლუბმა წინა შეხვედრების მსგავსად, უპირატესობა გადამწყვეტ მატჩშიც დასაწყისიდანვე მოიპოვა და „მეომრებს“ უპირატესობის მოპოვების საშუალება არ მისცა. სტუმრების პირველი 11 ქულა სწორედ კავაიმ აიღო,...