NBA-ს ლეგენდა შაკილ ონილმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლებთან ერთადაც მატჩს არ წააგებდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ დიდმა შაკმა აწმყოზე ისაუბრა და საკუთარ თავთან ერთად მხოლოდ მოქმედი კალათბურთელები გამოარჩია.
„ლიგაში ბევრი კარგი კალათბურთელია, მაგრამ მომეცით სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, ზაიონ უილიამსონი, ლებრონ ჯეიმსი და მათთან ერთად თამაშს არ წავაგებ“, – განაცხადა შაკმა.
შეგახსენებთ, რომ ონილს საუკეთესო წლები „ლოს-ნაჯელეს ლეიკერსში“ აქვს გატარებული. ასევე უთამაშია „ორლანდო მეჯიქში“, „მაიმი ჰიტში“, „ფენიქს სანსში“, „კლივლენდ კავალიერსსა“ და „ბოსტონ სელტიკსში“.
შაკი 1992 წელს NBA-ს დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს, „ლეიკერსსა“ და „მაიამიში“ ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი, იყო სეზონის MVP და 15-ჯერ ითამაშა „ყველა ვარსკვლავის მატჩში“.
კალათბურთში გამორჩეული მიღწევებისთვის შეყვანილია NBA-ს დიდების დარბაზში.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…
