Breaking News

ინგლისის ფეხბურთის ლიგა

ინგლისელების სავარდო და სამაისო

ამ სეზონში, ინგლისში სტადიონზე მაყურებელს დააბრუნებენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინიტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ 17 მაისს ჩარაზული ჭიშკრები გაიხსნება. ეს ნიშნავს, რომ 23 მაისს, პრემიერლიგის ბოლო ტურში, თითოეულ თამაშს საშუალოდ 10 ათასი ადამიანი დაესწრება — სარბიელთა ტევადობის 25 პროცენტი. და ეს საუცხოო ცნობაა ინგლისის ფეხბურთის ლიგის ანუ ქვედა ეშელონის კლუბებისთვისაც, რადგან ამ პერიოდში მათ ფლეი-ოფები…

Read more

112 მარტო ტელეფონის ნომერი არ არის

ინგლისის ფეხბურთის ლიგამ ასოციაციის თასის მესამე ეტაპის წინ განაცხადა, რომ შეჯიბრების მონაწილე 66 კლუბში კორონავირუსის  112 შემთხვევა დადასტურდა. ლაპარაკია, ჩემპიონშიფის, პირველი და მეორე ლიგის გუნდებზე. სულ შეამოწმეს 3507 ფეხბურთელი და კლუბის მუშაკი. გაირკვა, რომ covid 19 გავრცელებულია „ასტონ ვილაში”, „მიდლსბროსა” და „დერბიში”. ეს სამი გუნდი, სავარაუდოდ, საყმაწვილო შემადგენლობით ითამაშებს. „შრუსბერისა” და „საუთჰემპტონის” შეხვედრა კი გადაიდო….

Read more

მდიდარს ართმევენ, ღარიბს აძლევენ

პრემიერლიგის, ინგლისის ფეხბურთის ლიგისა და ქვეყნის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შედეგად, უმაღლესი დონის დიდხელფასიან ფეხბურთელებს დაბალი ლიგების გადასარჩენად ფულის გაღება მოუწევთ. ამბობენ, ჯამში 100 მილიონ გირვანქაზე მეტი ჩამოეჭრებათო. კონკრეტული ჯერ კი არაფერი თქმულა, მაგრამ გადახედეს საერთო სურათს და დაინახეს, რომ ბობოლა კლუბებში ამ ეტაპზე საშინელი არაფერი ხდება, დაბალი ლიგები კი შეიძლება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ….

Read more